თურქეთის მარეგულირებელი, ლირის გაუფასურების გამო, სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს

თურქეთის მარეგულირებელი, ლირის გაუფასურების გამო, სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს

თურქეთის საბანკო მარეგულირებელი ოცზე მეტი პირის, მათ შორის ცენტრალური ბანკის ყოფილი მმართველების, ჟურნალისტებისა და ეკონომისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას გეგმავს. მარეგულირებელი ბრალდებულის მხარეს ქვეყნის ვალუტის კურსით მანიპულირების სავარაუდო მცდელობის გამო უჩივის, რამაც შესაძლოა, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ კრიტიკის შემსუბუქება გამოიწვიოს.

საბანკო რეგულაციებისა და ზედამხედველობის სააგენტო სამართლებრივ ქმედებას 26 პირის გარდა Twitter-ის ანგარიშების მფლობელების წინააღმდეგაც იწყებს, რომლებმაც სავალუტო კრიზისის ფონზე „სოციალურ მედიასა და მედიასაშუალებებში მათი პოსტებით“, წელს ლირის ღირებულების 35%-იანი ვარდნა გამოიწვია. ბრალდებულთა შორის ოპოზიციის დეპუტატი,  2006-2011 წლებში ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი დურმუს ილმაზი და ცენტრალური ბანკის კიდევ ერთი ყოფილი ხელმძღვანელი, რუსდუ სარაჩოღლუ არიან.

მარეგულირებლის განცხადებით, მისი საჩივარი საბანკო კანონმდებლობის მუხლს ეფუძნება, რომელიც მედიაში ბანკის რეპუტაციის შემლახველი განცხადებების გაკეთებას კრძალავს. თურქეთის მთავრობა ხშირად იყენებს სასამართლოებს კრიტიკოსთა გასაჩუმებლად და ფინანსურ ბაზრებზე არასტაბილურობის წინა პერიოდებში, მათ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, აღძრა სისხლის სამართლის საქმეები ჟურნალისტებისა და სოციალური მედიის მომხმარებლების წინააღმდეგ. ეკონომისტისა და ერთ-ერთი ბრალდებულის, გულდემ ათაბაის განცხადებით, საჩივარი გაფრთხილებაა სხვა ეკონომისტებისთვის, რომლებიც ასევე აღნიშნავენ მთავრობის პოლიტიკის შეცდომებს. მიუხედავად ამისა, ათაბაი დანებებას არ აპირებს და კვლავ გეგმავს, საზოგადოებას სიმართლე დაანახოს.

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამტკიცებდა, რომ სუსტი ლირა გააძლიერებდა ექსპორტსა და ეკონომიკური ზრდას, რის გამოც უბრძანა ცენტრალურ ბანკს, შეემცირებინა საპროცენტო განაკვეთები, მიუხედავად ოფიციალური 20%-იანი ინფლაციისა. თუმცა, ერთი კვირის წინ, ლირის რეკორდული გაუფასურების, $1-ის 18,4 ლირასთან გათანაბრების შემდგომ, პრეზიდენტს გადაუდებელი ზომების მიღება დასჭირდა. „გადარჩენის გეგმამ“, რომელიც ვალუტის გაუფასურების შესაჩერებლად, შემნახველებისთვის კომპენსაციის გასაწევად სახელმწიფო გარანტიებს მოიცავდა, ლირა დოლართან მიმართებით 11,4-მდე აღადგინა.

გასული კვირის დასაწყისში ცენტრალური ბანკის უცხოური რეზერვების რეკორდული ვარდნა, სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან, ვალუტის გასამყარებლად, მილიარდობით ლირის ყიდვაზე მიუთითებს. Financial Times-ის ანგარიშით, თურქეთის წმინდა საგარეო აქტივები გასული კვირის პირველ ორ დღეში $5,9 მილიარდით დაეცა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *