ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს 1988 წლის შემდეგ ყველაზე მცირე ტელეაუდიტორია ყავდა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს 1988 წლის შემდეგ ყველაზე მცირე ტელეაუდიტორია ყავდა

2021 წელს ტოკიოში გამართულ ოლიმპიურ თამაშებს წელს რეკორდულად მცირე ტელემაყურებელი ადევნებდა თვალს. The New York Times-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც 1988 წელს NBCUniversal-მა ოლიმპიადის გაშუქების ლიცენზია მოიპოვა, სწორედ 2021 წელს დაფიქსირდა რეკორდულად დაბალი აქტივობა მაყურებლის მხრიდან.

ტოკიოში ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს გახსნის ცერემონიით დაიწყო, რომელზე დასწრებაც აუდიტორიისთვის შეზღუდული იყო და რამდენიმე დღის წინ, მსგავსი ტიპის, მოკრძალებული დახურვის ცერემონიით შემოიფარგლა.

ცნობისთვის, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებთან შედარებით, რომელსაც საერთო ჯამში 26.7 მილიონი მაყურებელი ყავდა, ტოკიოს ოლიმპიადის შემთხვევაში მათი რიცხვი 42 პროცენტით შემცირდა. ხოლო, 2012 წლის ლონდონის თამაშებთან შედარებით (31,1 მილიონი მაყურებელი) თითქმის 50%-ით.

აღსანიშნავია, რომ ტოკიოს ოლიმპიადა, რომელიც პანდემიის გამო 1 წლით გადაიდო, მაინც წარმატებული აღმოჩნდა NBCUniversal-თვის. რეკლამებიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. საგულისხმოა ისიც, რომ მაყურებლების რაოდენობით იმედგაცრუებული კომპანიებისთვის მედია გიგანტს დამატებითი უფასო სარეკლამო დროის გამოყოფა დასჭირდა.

ამერიკულმა მედია გიგანტმა აშშ-ში ოლიმპიადის გაშუქების ექსკლუზიური უფლებისთვის 1 მილიარდ დოლარზე მეტი გადაიხადა – ლიცენზიის პირობების თანახმად, NBCUniversal-ი 2032 წლამდე თამაშების გაშუქების ექსკლუზიურ უფლებას ფლობს. NBCU Sports-ის თავჯდომარის განცხადებით, პანდემიის მიუხედავად, ოლიმპიადის ძალა, რომელიც სწორედ მათი პლატფორმის საშუალებით მიეწოდებოდა მაყურებელს, შეუდარებელი აღმოჩნდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *