წლიური ინფლაცია 12.3 პროცენტია

წლიური ინფლაცია 12.3 პროცენტია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით სექტემბერში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.2%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 12.3% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 12.3%-ით გაძვირდა.

სექტემბერში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: რძე, ყველი და კვერცხი – 2.4%, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 1.4%, შაქარი, ჯემი და სხვა საკონდიტრო ნაწარმი – 1%. საშუალო განათლება 6.6%-ით გაძვირდა, ხოლო სკოლამდელი და დაწყებითი განათლება 4%-ით.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ტრანსპორტი (მათ შორის, საწვავი) გაძვირდა 20.3%-ით. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 15.9%-ით გაძვირდა, მათ შორის, ზეთი და ცხიმი 40.7%-ით, ბოსტნეული და ბაღჩეული 38.2%-ით,  რძე, ყველი და კვერცხი 17.1%-ით, პური 13.2%-ით. ჯანმრთელობის დაცვა 9.2%-ით გაძვირდა.

წლიური ინფლაციის მაჩვენებლები

წყარო: საქსტატი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *