წლიური ინფლაციის დონე 10%-მდე გაიზარდა

წლიური ინფლაციის დონე 10%-მდე გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივნისში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.7%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 9.9% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია თითქმის 10%-ით გაძვირდა.

ივნისში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: ბოსტნეული და ბაღჩეული – 8.5%-ით, ზეთი – 3.4%-ით, თევზი – 2%-ით, ბუნებრივი აირი – 7.4%-ით, ბენზინი – 1.4%-ით, სასტუმროს მომსახურება – 4.6%-ით. ფასები შემცირდა ხილზე და ყურძენზე – 4.4%-ით.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად კომბოსტო გაძვირდა – 106%-ით. ზეთი 96%-ით გაძვირდა, ჭარხალი 61%-ით, წიწაკა 59%-ით, შაქარი 35%-ით. ბენზინი 58%-ით გაძვირდა. ჯანმრთელობის დაცვის ფასმა 11.6%-ით მოიმატა. ავეჯი და საოჯახო ნივთები 11%-ით გაძვირდა, კაფეების და რესტორნების მომსახურება – 9.6%-ით.

წლიური ინფლაციის მაჩვენებლები

მონაცემთა წყარო: საქსტატი
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *