ტანსაცმლის ბრენდი GAP-ი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ყველა მაღაზიას ხურავს

ტანსაცმლის ბრენდი GAP-ი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ყველა მაღაზიას ხურავს

GAP-ი სექტემბრის ბოლოსათვის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში ყველა, 81-ვე, მაღაზიას დახურავს. კომპანია პანდემიის გამო ცვლის საკუთარ პოლიტიკას და სრულად ონლაინმომსახურებაზე გადადის.

ამერიკული ტანისამოსის ბრენდის მფლობელობაში სხვა ტანსაცმლის ბრენდები, Old Navy და Banana Republic-ი, ერთიანდებიან. ამგვარი გადაწყვეტილება იმ ახალი ბიზნესგეგმის ნაწილია, რომელიც ეფექტიანი დანახარჯების სტრატეგიას გულისხმობს და რომელიც გასულ წელს დაიწყო ევროპის მასშტაბით.

ოქტომბერში კომპანიამ 3-წლიანი გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ის ჩრდილოეთ ამერიკაში ასობით მაღაზიის დახურვას აპირებს, რომლებზეც კომპანიის გაყიდვების დაახლოებით მესამედი მოდის და მისთვის ყველაზე დიდ ბაზარს წარმოადგენს. კონკურენტი კომპანიების მსგავსად, GAP-მაც გადაწყვიტა, პანდემიურ ვითარებას მორგებოდა და ახალი, ელექტროკომერციული ხედვა შეემუშავებინა. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებაც სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია.

კომპანიაში გადაწყვეტილების მიღების მთავარ მიზეზად ბაზრის დინამიკას ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ მაღაზიების დახურვა ფაზებად მოხდება მთელი სექტემბრის განმავლობაში. GAP-ი თავს იკავებს კომენტარისგან იმის შესახებ, თუ რამდენი სამუშაო ადგილი დაიკარგება აღნიშნული გადაწყვეტილების გამო.

GAP-მა შეერთებული შტატების გარეთ პირველი მაღაზია 1987 წელს სწორედ ლონდონში გახსნა. ირლანდიაში კი კომპანია 2006 წლის შემდეგ ოპერირებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *