უკრაინის ეკონომიკა 2021 წელს 3.8%-ით გაიზრდება - პროგნოზი

უკრაინის ეკონომიკა 2021 წელს 3.8%-ით გაიზრდება - პროგნოზი

უკრაინის ეკონომიკა 2021 წელს 3.8%-ით გაიზრდება. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიშშია აღნიშნული. გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წელს ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი 8%-ზე იქნება, ხოლო 2022 წლისთვის 5%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება.

ცნობისთვის, უკრაინაში წლის დასაწყისში სწრაფი ინფლაცია საკვებსა და საწვავზე გლობალური ფასების მატებამ და მაღალმა მოთხოვნამ გამოიწვია. უკრაინის ეროვნული ბანკის მიხედვით, ინფლაცია პიკურ მაჩვენებელს 2021 წლის მესამე კვარტალში მიაღწევს, თუმცა შემოდგომისთვის ინფლაციის მაჩვენებელი დაიკლებს და წლის ბოლოს 8%-ზე იქნება.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, 2022-2023 წლებში დაახლოებით 4%-იან მაჩვენებელს ელოდებიან. უმუშევრობის დონის მაჩვენებელი,  ეროვნული ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წელს 9.1% იქნება. 2022 წელს კი უმუშევრობის დონე 8.5%-მდე შემცირდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *