უკრაინის პრემიერი: საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა 30%-ით გაიზარდა

უკრაინის პრემიერი: საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა 30%-ით გაიზარდა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა  ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 30%-ით გაიზარდა, რაც ქვეყნებს შორის კეთილმეგობრულ ურთიერთობაზე მიუთითებს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება. შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის აუზის ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული, ისტორიული თუ პოლიტიკური ურთიერთობა უკვე მრავალ ათწლეულს ითვლის. ტვირთბრუნვა კი საქართველოსა და უკრაინას შორის წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება.

მაგალითად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია ჩინეთის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის შემდეგ. წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვრიდან აგვისტომდე საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის მთლიანი წილიდან 7.4% სწორედ უკრაინაზე მოდის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *