უმუშევრობის მაჩვენებელი საქართველოსა და მსოფლიოში

უმუშევრობის მაჩვენებელი საქართველოსა და მსოფლიოში

საქართველოში, სტატისტიკის სამსახურის ბოლო მონაცემებით, უმუშევრობის დონე 11.8%-ს შეადგენს. 2016 წლის მონაცემებთ, რეგიონის ქვეყნებში უმუშევრობის მაჩვენებლით, საქართველო მხოლოდ სომხეთს უსწრებს, სადაც უმუშევარი მოსახლეობის წილი 18.8%-ია. სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოზე დაბალია უმუშევრობის მაჩვენებელი რუსეთში (5.5%), ყაზახეთში (5%), აზერბაიჯანში (6%), უკრაინაში (9.3%), ყირგიზეთსა (7.5%) და მოლდოვაში (4.2%).

 ამავე პერიოდში, ევროზონაში უმუშევრობის მაჩვენებელი 8.7% იყო. ყველაზე მაღალი უმუშევრობა კი საბერძნეთში იყო და ის 23%-ს აღემატება. ევროზონაში ყველაზე დაბალი უმუშევრობა ისლანდიაშია და ის 3%-ს შეადგენს. 

19.6%-ს შეადგენს უმუშევრობა ესპანეთში, ხოლო კვიპროსში 13%-ს. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, პოლონეთში უმუშევრობა 6.2%-ია, რუმინეთში 5.9%, უნგრეთში 5.1%, ლიტვაში 7.9%, ხოლო ესტონეთში კი 6.8%.