ვასილ ხოდელი: მოხარული ვართ იმ შეფასებით, რაც Fitch-ისგან მივიღეთ

ვასილ ხოდელი: მოხარული ვართ იმ შეფასებით, რაც Fitch-ისგან მივიღეთ

„ჩვენ მოხარული ვართ იმ შეფასებით, რაც ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე სარეიტინგო სააგენტოსგან მივიღეთ“, – განაცხადა ~ „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასების შესახებ  გადაცემა Forbes Talks-ში საუბრისას. მისი თქმით, ყველაფერი, რაც ბანკმა გასულ წელს, პანდემიის პირობებში გააკეთა, სააგენტომ განახლებულ რეიტინგში მნიშვნელოვანწილად გაითვალისწინა.

„ჩვენ სააგენტოსთან საკმაოდ ეფექტიანი კომუნიკაცია გქვონდა. წლის დასაწყისშივე, როდესაც სტრატეგიული დოკუმენტი დავამტკიცეთ, Fitch-საც გავუზიარეთ და შემდგომ ფაქტების მიხედვით გავზომეთ ის, თუ რამდენად ახლოს ვიყავით ჩვენს სტრატეგიულ გეგმასთან“, – აღნიშნა ხოდელმა და „ლიბერთის“ გუნდს მადლობა გადაუხადა მუშაობისთვის და ამ პროცესებში მონაწილეობისთვის, რაც შემდგომ Fitch-ის რეიტინგშიც აისახა.

ვასილ ხოდელი აღნიშნავს, რომ 2020-ის მსგავსად, არც 2021 იქნება მარტივი წელი.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვესმის, რომ არც წლევანდელი წელი იქნება მარტივი, კერძოდ გადახდისუნარიანობის რისკები გაიზრდება და საბანკო სისტემაში უმოქმედო სესხების წილი მოიმატებს, Fitch-ი ამბობს, რომ სჯერა იმ სასიცოცხლო ძალისა, რომელიც „ლიბერთის“ აქვს და რომ ჩვენი მოგებიანობა გადაფარავს ამასაც და კარგ შედეგებს ვაჩვენებთ“, – განაცხადა ვასილ ხოდელმა.

ცნობისთვის, Fitch-მა მარტის ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება, რომ “ლიბერთი ბანკისთვის” საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი “ნეგატიურიდან” “სტაბილურამდე” გაეუმჯობესებინა. გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ აღნიშნა, რომ რთული წლის მიუხედავად, ბანკის კაპიტალი კვლავ ჯანსაღ პარამეტრებს ინარჩუნებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.