ვის და რატომ მიმართავენ მაღალტექნოლოგიური სტარტაპები ბუღალტერიისთვის

ვის და რატომ მიმართავენ მაღალტექნოლოგიური სტარტაპები ბუღალტერიისთვის

ცნობილი ქართული მაღალტექნოლოგიური სტარტაპები, როგორებიცაა „კვალიფიკა“, „შელფ ნეთვორქი“, „ლამბდა გეიმსი“ და მრავალი სხვა, კომპანია ენთებს მიმართავენ ბუღალტერიისა და საგადასახადო მომსახურებისთვის.

რატომ ენთები?

ენთები წარმოადგენს საბუღალტრო, საგადასახადო და სხვა ფინანსური სერვისების აუთსორსინგის კომპანიას, რომელიც 2015 წლიდან არის საქართველოს ბაზარზე და ყოველდღიურად 300-ზე მეტ კლიენტ კომპანიას ემსახურება.

ენთები ბუღალტრული მომსახურების გაწევისას იყენებს ევროპულ ქვეყნებში არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს და ბაზარზე პოზიციონირებულია სლოგანით „ახალი თაობის ბუღალტრები ახალი თაობის მეწარმეებისთვის“. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას მინიმუმამდე დაჰყავს შეცდომების ალბათობა და საშუალებას იძლევა, რომ მომსახურების გაწევა მოხდეს სწრაფად და ეფექტურად. ენთების ახალგაზრდა, სწრაფი და ენერგიული გუნდი მაქსიმალურ კომფორტს უქმნის კლიენტ კომპანიებს და იცავს მათ ინტერესებს. ენთების პორტფელი მოიცავს პრაქტიკულად ყველა სფეროს წარმომადგენლებს მათ შორის მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებს, სამშენებლო კომპანიებს, რესტორნებს, მომსახურების სფეროს წარმომადგენლებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) კომპანიებს.

აღსანიშნავია რომ ენთების 300 კლიენტიდან 100-ზე მეტი წარმოადგენს უცხოეთში რეგისტრირებულ ბიზნესს ან საქართველოში უცხოური ინვესტიციის შედეგად შექმნილ კომპანიას. უცხოური კომპანიების აყვანას ამარტივებს ის რომ ენთები მომსახურებას გასწევს და აღრიცხვას აწარმოებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც თანხვედრაშია საქართველოს შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიასთან.

ენთები წელიწადში ორჯერ ატარებს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევას, რომლის შედეგების თანახმადაც, არსებული კლიენტების 97%-ზე მეტი გაუწევდა რეკომენდაციას მის მომსახურებას.

ენთების საკონტაქტო ინფორმაცია:

ფეისბუქი: https://www.facebook.com/AccountAnts.ge

საიტი: www.ants.ge