Visa-ს Global Product Drop ღონისძიების მთავარი თემა იყო კომერციის მომავალი და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები, რაც მომხმარებლებს მათთვის სასურველი პროდუქტის მოძიებისა და შეძენის ახალ გამოცდილებას სთავაზობს. ღონისძიებაზე ასევე სტრატეგიულ პარტნიორობებსა და ინოვაციური პროდუქტების შესახებ ისაუბრეს.
„გადახდის ახალ-ახალი გზების გაჩენის კვალდაკვალ, საჭიროა, ეს ქსელები ხელმისაწვდომი, უსაფრთხო, დაცული, მოქნილი და მუდმივად ინოვაციური იყოს“, თქვა Visa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, რაიან მაკლნერნიმ. „ჩვენი ქსელის შესაძლებლობასა და მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენ ვქმნით ახალ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც კომერციის წესებს შეცვლიან და ნდობას გააჩენენ გადახდის იმ სისტემების მიმართ, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ“.
პროდუქტის გზამკვლევი
Visa-მ Global Product Drop-ის ღონისძიება დაიწყო იმით, თუ რამხელა ცვლილების მოტანა შეუძლია ხელოვნური ინტელექტის და ციფრული კომერციის ინტეგრაციას, როგორც პროდუქტებისა და სერვისების აღმოჩენის, ასევე მათი შეძენის მიმართულებით. მალე, მომხმარებელს შეეძლება, რომ ხელოვნურ ინტელექტს დაავალოს ამა თუ იმ პროდუქტის მოძიება, შერჩევა და შეძენა. ამისთვის კი საჭიროა, ხელოვნურ ინტელექტთან ინტეგრირებული კომერციისადმი ნდობა ჰქონდეთ არა მხოლოდ მომხმარებლებს, არამედ ბანკებსა და მერჩანტებს. Visa ამ ნდობას იმით უზრუნველყოფს, რომ პარტნიორებს: AI პლატფორმებს, ტექნოლოგიურ კომპანიებს, ბანკებს, ფინტეკებს, სავაჭრო კომპანიებსა და სხვებს საკუთარ გლობალურ ქსელზე წვდომას გაუმარტივებს. ეს იქნება Visa-ს განვითარების ახალი ეტაპი იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი მყიდველი და მერჩანტი დააკავშიროს ერთმანეთს, საიმედო და უსაფრთხო ციფრული გადახდების გზით.
ერთ-ერთი მთავარი სიახლეა Visa Intelligent Commerce – უახლესი ინიციატივა, რომელიც Visa-ს გადახდების ქსელს ხელმისაწვდომს გახდის იმ დეველოპერებისა და ინჟინრებისთვის, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტთან ინტეგრირებული კომერციის პირველი თაობის შექმნაზე იმუშავებენ. Visa-მ ასევე გამოაცხადა ახალი, კრიპტოვალუტაზე დაფუძნებული (stablecoin) პარტნიორობები, იმისთვის, რომ უფრო მეტი ადამიანი და გეოგრაფიული არეალი მოიცვას. დაბოლოს, Visa-მ საზოგადოებას შეატყობინა Flex Credential პლატფორმის გაფართოების და მასთან დაკავშირებული ახალი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, რომელიც თანხის გადახდისა და მიღების უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის.
Visa Intelligent Commerce: ახალი ერა
ბოლო 25 წლის განმავლობაში, Visa-ს ქსელმა 3.3 ტრილიონი ტრანზაქცია განახორციელა. Visa გეგმავს, რომ ის ინფრასტრუქტურა, სტანდარტები და შესაძლებლობები, რომლებიც დღესდღეობით ფიზიკურ და ციფრულ კომერციაში გამოიყენება, გაავრცელოს ხელოვნურ ინტელექტთან ინტეგრირებულ კომერციაზეც. მალე, მომხმარებლებს შეეძლებათ, რომ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების დახმარებით, გამოიყენონ Visa-ს გადახდის საშუალებები/Visa Credentials (დღესდღეობით, მათი რაოდენობა 4.8 მილიარდს აღწევს), ნებისმიერ სავაჭრო ობიექტზე (მათი რაოდენობა 150 მილიონზე მეტია).
იმისთვის, რომ AI კომერცია საჭირო სისწრაფით და მასშტაბით განვითარდეს, კომპანია თანამშრომლობს ხელოვნური ინტელექტის ისეთ პლატფორმებსა და ბრენდებთან, რომლებსაც მომხმარებლები და სავაჭრო კომპანიები ყოველდღიურ რეჟიმში იყენებენ. ესენია: Anthropic, IBM, Microsoft, Mistral AI, OpenAI, Perplexity, Stripe და Samsung.
Visa-ს შესახებ
Visa (NYSE: V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge
S