ხვალინდელი მილიარდიანი სტარტაპები

ხვალინდელი მილიარდიანი სტარტაპები
რედაქტორი: რიჩარდ ნიევა
რედაქტორის მოადგილე: ელისაბეთ ბრაიერი
რეპორტიორები: სოფია ჩიერჩო, ენდრიუ ბალაბანი, ტომ ბრიუსტერი, ემი
ფელდმანი, კრის ჰელმანი, ალან ონსმანი, რაში შრივასტავა და ანა ტონგი

Forbes-ი ათეული წლის განმავლობაში TrueBridge Capital Partners-თან თანამშრომლობდა, რათა გამოერჩია კომპანიები, რომლებიც, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში „უნიკორნებად“ იქცევიან. მონაწილეობისთვის, სტარტაპები უნდა იყოს – დაფინანსებული ვენჩურული კაპიტალით, დაფუძნებული აშშ-ში და მათი ღირებულება $1 მილიარდზე ნაკლები უნდა იყოს. დროის ნიშანი: წლევანდელი სიის თითქმის ყველა წევრი გარკვეული გზით იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რადგან ისინი მუშაობენ ყველაფერზე – ძვლის ტვინითა და ბიოლოგიური საფრთხეებით დაწყებული, კიბერუსაფრთხოებითა და კრეატიული დიზაინით დამთავრებული. ჩვენი შედეგები გასაოცარია: ამ რეიტინგის 275   კურსდამთავრებულიდან 60% მართლაც გახდა „უნიკორნი“, მათ შორის ცნობილი სახელები Duolingo და DoorDash-ი. კიდევ 60 კომპანია შეიძინეს (ან გაერთიანდნენ). გასული წლის არჩევანის თითქმის ნახევარი უკვე მილიარდზე მეტი ღირს. გასაკვირია, რომ კატასტროფები ძალიან ცოტა იყო – მხოლოდ ექვსი კომპანია, დაახლოებით 2%, გაკოტრდა ან დაიხურა.


Abby Care

დამფუძნებელი: ჰავი ნგუენი
წამყვანი ინვესტორები: Khosla Ventures, Sequoia Capital, Thrive Capital
მოზიდული კაპიტალი: $45 მილიონი
შეფასება: $225 მილიონი

ჰავი ნგუენი ოჯახისთვის Medicaid-ის მართვასა და მშობლების პედიკიურის სალონში მუშაობაში გაიზარდა. დღეს უკვე Abby Care-ის დამფუძნებელი, AI-ით აღჭურვილი აპლიკაციის საშუალებით ეხმარება სხვებს ამერიკის ჩახლართულ ჯანდაცვის პროგრამებს შორის ნავიგაციაში, იმისთვის რომ მათ შეძლონ საყვარელი ადამიანების მოვლისას ანაზღაურების მიღება.


AMERICAN TERAWATT

დამფუძნებლები: რონ ბჰატაჩარიაი, რიკი მოეზინია, რობ პარკერი, ანტონ ტროინკოვი (აღმასრულებელი დირექტორი)
წამყვანი ინვესტორები: Altimeter Capital-ი, Founders Fund-ი
მოზიდული კაპიტალი: $52 მილიონი
შეფასება: $350 მილიონი

სან-ფრანცისკოში დაფუძნებულ ამ სტარტაპს სურს AI–მონაცემთა ცენტრების უფრო ეფექტიანი ენერგოუზრუნველყოფა ახალი ქსელების შექმნით, რომლებიც ელექტროენერგიას მუდმივი დენის (DC) სახით მიაწვდიან. ელექტრონიკა, როგორიცაა მობილური ტელეფონები და კომპიუტერები, საჭიროებს სტაბილურ, არაცვალებად DC–ენერგიას და, როგორც წესი, საყოფაცხოვრებო კედლის შტეფსელებიდან ცვლად დენს (AC) დამტენი მოწყობილობის ან შიდა აპარატურის მეშვეობით გარდაქმნის. რადგან AC-ის მუდმივ დენად გარდაქმნისას მნიშვნელოვანი ენერგია იკარგება, American Terawatt-ი ფიქრობს, რომ მონაცემთა ცენტრების დასაკავშირებლად დამარხული გადამცემი ხაზების მხოლოდ მუდმივი დენის ქსელის შექმნა უამრავ ენერგიას დაზოგავს და სუპერ AI-ის შექმნას შეუწყობს ხელს. 38 წლის დამფუძნებლის, ტროინკოვის ხელმძღვანელობით, რომელმაც ადრე Chroma დააარსა (ვექტორული მონაცემთა ბაზა, რომელსაც AI–მოდელები იყენებენ მეხსიერებისა და შენახვისთვის), კომპანია თავდაპირველად მესამე მხარის მომწოდებლების აღჭურვილობის გამოყენებას გეგმავს, რათა მოგვიანებით საკუთარი გადამყვანები შექმნას.


Clair

დამფუძნებლები: ალექს კოსტეკი, ერიხ ნუსბაუმერი, ნიკო სიმკო (აღმასრულებელი დირექტორი)
წამყვანი ინვესტორები: Founder Collective-ი, Kairos-ი, Thrive Capital-ი, Upfront Ventures-ი, Walkabout Ventures-ი
მოზიდული კაპიტალი: $69 მილიონი
შეფასება: $145 მილიონი

სიმკოს სიტყვებით, მოულოდნელმა გადასახადმა – თუნდაც რამდენიმე ასეული დოლარის ოდენობით – შეიძლება კრიზისი შექმნას მცირე დანაზოგის მქონე საათობრივად დასაქმებულებისთვის. სწორედ ამიტომ, 2019 წელს მან ნიუ-იორკში შექმნა  Clair-ის თანადამფუძნებელი, რათა მუშაკებს ხელფასის ნაწილზე წვდომა ხელფასამდე ჰქონოდათ. ADP-ს მსგავსი, არსებული სახელფასო პლატფორმების საფუძველზე აგებული Clair-ი ამოწმებს დასაქმების სტატუსს, და აანალიზებს ხელფასებს, რათა მყისიერად გამოთვალოს ავანსის რაოდენობა, რაც, როგორც წესი, ყოველდღიური შემოსავლის 30%-დან 50%-მდე მერყეობს.


COGENT SECURITY

დამფუძნებლები: თანოს ბასკუსი, ვინიტ ედუპუგანტი (აღმასრულებელი დირექტორი), გენგ სნგ
წამყვანი ინვესტორები: Bain Capital Ventures-ი, Greylock-ი
მოზიდული კაპიტალი: $53 მილიონი
შეფასება: $320 მილიონი

Cogent-ის AI-აგენტები ავლენენ უსაფრთხოების კრიტიკულ ხარვეზებს, ახარისხებენ მათ და ეხმარებიან IT-ის მათ აღმოფხვრაში, ამბობს აღმასრულებელი დირექტორი ედუპუგანტი, რომელიც 2024 წელს Cogent-ის თანადამფუძნებლებამდე მუშაობდა ელფოსტის უსაფრთხოების AI-კომპანია Unicorn Abnormal-ში. მომხმარებლებში შედიან ძრავის ზეთის მწარმოებელი Valvoline-ი, University of the Pacific-ი და ლას-ვეგასის ინკოგნიტოდ დარჩენილი კაზინოები.


CROSBY 

დამფუძნებლები: რაიან დენიელსი (აღმასრულებელი დირექტორი), ჯონ სარიჰანი
წამყვანი ინვესტორები: Bain Capital Ventures-ი, Index Ventures-ი, Lux Capital-ი, Sequoia Capital-ი
მოზიდული კაპიტალი: $85 მილიონი
შეფასება: $400 მილიონი

ნიუ-იორკში დაფუძნებულ AI-იურიდიულ ფირმა Crosby-ში ადვოკატები არ იკვლევენ დოკუმენტებს და არ ამოწმებენ კონტრაქტებს. სამაგიეროდ, ისინი მართავენ AI-აგენტებს, რომლებიც კომენტარებითა და შეთავაზებებით ამუშავებენ NDA-სა და მომსახურების ხელშეკრულებებს. ტრადიციული იურიდიული ფირმებისგან განსხვავებით, რომლებიც საათობრივად ახდევინებენ მომსახურების საფასურს, Crosby თავის 130 კლიენტს – მათ შორის AI-სტარტაპებს Cursor-ს, Cognition-სა და Clay-ს – ფიქსირებულ საფასურს უწესებს თითოეული კონტრაქტისთვის, რომელსაც მისი აგენტები ამუშავებენ. „ჩვენ არ გვაქვს დოკუმენტის რამდენჯერმე ხელახლა განხილვის სტიმული. ჩვენ ერთხელ ვიღებთ ანაზღაურებას“, – ამბობს აღმასრულებელი დირექტორი დენიელსი, ყოფილი იურისტი, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი აგენტები პრობლემებს საათებში გამოავლენენ და არა დღეებში ან კვირებში.


DEPTHFIRST

დამფუძნებლები: ანდრეა მიჩი, კასიმ მითანი (აღმასრულებელი დირექტორი), დანიელ პერიტო
წამყვანი ინვესტორები: Accel-ი, Meritech Capital-ი
მოზიდული კაპიტალი: $120 მილიონი
შეფასება: $580 მილიონი

ჰაკერული საქმიანობისთვის AI უკვე ადამიანების უმეტესობას სჯობნის. სწორედ ამან აიძულა Depthfirst-ის დამფუძნებლები, შეექმნათ საკუთარი AI-მოდელები, რომლებიც მიზნად ისახავდა კრიტიკულ პროგრამულ უზრუნველყოფაში დაუცველობის პოვნასა და პატჩების შეთავაზებას. Google Deep Mind-ის, გადახდების გიგანტის Block-ისა და მონაცემთა ანალიტიკის ფირმა Databricks-ის კურსდამთავრებულების ამ ტრიოს მაღალი მიზნები აქვთ – AI-ით განპირობებული კიბერკატასტროფების თავიდან აცილება თავიანთი თვითსწავლების სისტემებით. 2024 წლის ოქტომბერში დაარსებულ კომპანიას, რომლის სათავოოფისი სან-ფრანცისკოში მდებარეობს, 20-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის ისეთი მსხვილებიც, როგორებიცაა Lovable-ი, Ripple-ი და Service Now.


ELORIAN AI

დამფუძნებლები: ენდრიუ დაი (აღმასრულებელი დირექტორი), სეთ ნილი, იინფეი იანგი
წამყვანი ინვესტორები: Altimeter Capital-ი, Menlo Ventures-ი, Striker Venture Partners-ი
მოზიდული კაპიტალი: $55 მილიონი
შეფასება: $300 მილიონი 


FLEETWORKS

დამფუძნებლები: პოლ სინგერი (აღმასრულებელი დირექტორი), კუანგ ტრანი
წამყვანი ინვესტორი: First Round Capital-ი
მოზიდული კაპიტალი: $17 მილიონი
შეფასება: $75 მილიონი

ამერიკული ტვირთების გადაზიდვის ინდუსტრია, რომელმაც გასულ წელს $900 მილიარდის შემოსავალი გამოიმუშავა, უზარმაზარია. თუმცა, მიუხედავად Uber Freight-ის და სხვების მცდელობისა, გამოიყენონ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები საქმის გამარტივებისთვის, ტვირთბროკერებისა და გადამზიდავების დაკავშირება საკმაოდ რთულია. სინგერი, FleetWorks-ის აღმასრულებელი დირექტორი და Uber Freight-ის ვეტერანი დარწმუნებულია, რომ მისი ორწლიანი AI-სტარტაპი თამაშის წესებს ცვლის. ის იყენებს 24 საათის განმავლობაში მომუშავე AI-აგენტებს, რათა დაურეკონ,და იმეილი ან ტექსტური შეტყობინებები დაუგზავნონ მძღოლებს, რომლებიც ცდილობენ სატვირთო სამუშაოების დაჯავშნას ცდილობენ. „ჩვენ ვართ მუდმივად მომუშავე დისპეტჩერის ასისტენტები. ჩვენ ვიღებთ მონაცემებს ორივე მხრიდან და ყოველდღიურად ათიათასობით დაჯავშნას უზრუნველვყოფთ“, – ამბობს სინგერი. 


FLORA

დამფუძნებლები: ალექს ლი, ვებერ ვონგი (აღმასრულებელი დირექტორი)
წამყვანი ინვესტორები: Hanabi, Redpoint Ventures-ი
მოზიდული კაპიტალი: 52 მილიონი
შეფასება: $260 მილიონი

ბრუკლინელი არტისტი ვონგი NYU ITP-ში, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობდა, რომელშიც სტუდენტები იყენებენ ტექნოლოგიას ხელოვნების შესაქმნელად, როდესაც მას გაუჩნდა იდეა, გამოეყენებინა AI კომპანიების შემოქმედებითი გუნდებისთვის ვიზუალური დიზაინის შექმნაში დასახმარებლად. ამიტომ 2024 წელს მან დააარსა Flora – პროგრამული უზრუნველყოფის კომპლექტით, რომელსაც დიზაინერები იყენებენ AI-მოდელებთან ერთად ლოგოების, სასცენარო ჩანახატებისა და პროდუქტის ესკიზების გენერირებისთვის, რაც მათ პროექტებზე რეალურ დროში თანამშრომლობის საშუალებას აძლევს. ისეთი კომპანიების კრეატიული წარმომადგენლები, როგორიცაა Nike-ი, Netflix–ი და Levi’s–ი, უკვე იყენებენ პროდუქტს. ხელოვნების სამყაროს ნაწილად ყოფნა კონკურენტული უპირატესობა იყო: „მე უბრალოდ მომწონს კრეატიულ ადამიანებთან საუბარი და იმის მოსმენა, თუ რა სჭირდებათ მათ, შემდეგ კი ამის შექმნა, – ამბობს ვონგი, –  რადგან ვიცი, რომ ეს მეც მომინდებოდა“.


FORTELL RESEARCH

დამფუძნებლები: ენდრიუ კასპერი, მეთიუ დე იონგი (აღმასრულებელი დირექტორი), იგორ ლოვჩინსკი, კოულ მორისი
წამყვანი ინვესტორები: Founders Fund-ი, Thrive Capital-ი, Valor Equity Partners-ი
მოზიდული კაპიტალი: $163 მილიონი
შეფასება: 740 მილიონი 

ათ წელზე მეტი ხნის წინ, 38 წლის მეთიუ დე იონგს პირველად გაუჩნდა იდეა, შეექმნა უკეთესი სმენის აპარატი მას შემდეგ, რაც ნახა, თუ როგორ აღმოჩნდნენ მისი ბებია-ბაბუა სოციალურ იზოლაციაში, რადგან სმენის დაქვეითება ართულებდა საუბრებში მონაწილეობას. მაგრამ ტექნოლოგია ჯერ კიდევ არ არსებობდა. ჰეჯ-ფონდ Bridgewater Associates-ში მუშაობის შემდეგ, ის პროექტის მენეჯერად მუშაობდა Butterfly Network-ში, რომელიც ჯიბის ზომის ულტრაბგერით აპარატს ავითარებდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც პანდემიამ შეხვედრები Zoom-ზე გადაიტანა, რომელიც ფონური ხმაურის ჩასახშობად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, დე იონგი მიხვდა, რომ გაცილებით უკეთესი სმენის აპარატის შექმნა საბოლოოდ შესაძლებელი გახდა. „Zoom-ი პრობლემის უმარტივესი ვერსიაა, ხოლო სმენის აპარატი ყველაზე რთული“, – ამბობს ის. მან Fortell-ი 2021 წლის დასაწყისში დააარსა Butterfly-ის ყოფილ კოლეგებთან, 40 წლის ენდრიუ კასპერთან და 41 წლის იგორ ლოვჩინსკისთან ერთად, რომლებიც ტექნიკურ დამფუძნებლებად ითვლებოდნენ. ამას მოსალოდნელზე ცოტა მეტი დრო დასჭირდა, მაგრამ დეკემბერში გამოშვებული სმენის აპარატები იმდენად პოპულარულია, რომ მათი შეძენა თითქმის შეუძლებელი გახდა. ისეთმა მომხმარებლებმა, როგორებიც არიან KKR-ის მილიარდერი თავმჯდომარე ჰენრი კრავისი და კომიკოსი სტივ მარტინი, $6,800-ზე მეტი გადაიხადეს მოწყობილობებისთვის, რომლებიც ამჟამად მხოლოდ Fortell-ის მანჰეტენის აუდიოლოგიურ კლინიკაში, ან წინასწარი ჩაწერით, ხელმისაწვდომია გრინვიჩში, კონექტიკუტის შტატში, და პალმ-ბიჩში, ფლორიდაში. დამატებითი ადგილების გახსნა იგეგმება კალიფორნიაში, ბოსტონში, სან-ფრანცისკოსა და პალო–ალტოში. დე იონგის თქმით, გაფართოების ყველაზე დიდი შეზღუდვა ახალი კლინიკების დასაკომპლექტებლად აუდიოლოგების დაქირავების შესაძლებლობის ნაკლებობაა.


GUMLOOP

დამფუძნებლები: რაჰულ ბეჰალი, მაქს ბროდერ-ურბასი (აღმასრულებელი დირექტორი)
წამყვანი ინვესტორები: Benchmark-ი, First Round Capital-ი, Nexus Venture Partners-ი
მოზიდული კაპიტალი: $70 მილიონი
შეფასება: $300 მილიონი

Gumloop-ი დაარსდა ბრიტანეთის კოლუმბიაში 2023 წელს, რათა დახმარებოდა არატექნიკურ ადამიანებს პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრაში AI-ექსპერტების ან ინჟინრების ჩარევის გარეშე. თუმცა კომპანია თითქმის მკვდრადშობილად იქცა, როდესაც Brodeur-Urbas-ის თავდაპირველი დამფუძნებელი პარტნიორი მოულოდნელად გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ „ძალიან სევდიანი“ იყო, იმ დღეს ის პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელთა შეხვედრაზე წავიდა, სადაც დაუკავშირდა McGill-ის კურსდამთავრებულ ბეჰალს, რომელიც მისი თანადამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი გახდა. Gumloop-ი, რომელიც ამჟამად სან-ფრანცისკოშია დაფუძნებული, მოგვიანებით Y Combinator-ის 2024 წლის ზამთრის ჯგუფში მიიღეს. მის პლატფორმას იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Shopify და Instacart-ი.


JUICEBOX

დამფუძნებლები: იშან გუპტა, დევიდ პაფენჰოლცი (აღმასრულებელი დირექტორი)
წამყვანი ინვესტორები: DST Global-ი, NFDG, Sequoia Capital-ი
მოზიდული კაპიტალი: $116 მილიონი
შეფასება: $850 მილიონი

ხელოვნურმა ინტელექტმა სამუშაოს მაძიებლებისთვის განაცხადების გაგზავნა უფრო ადვილი გახადა, ვიდრე ოდესმე, რასაც კომპანიების რეზიუმეებში ჩაძირვა მოჰყვა. სან-ფრანცისკოში დაფუძნებული Juicebox-ი ეხმარება რეკრუტერებს, დაიბრუნონ ნიჭიერი კადრების ძიების უფლება პროფესიული პროფილებიდან, პირადი ვებსაიტებიდან და ონლაინპროექტებიდან, საჯარო ინფორმაციის დოსიეებად შეგროვების გზით. შემდეგ, რეკრუტერებს შეუძლიათ შესაფერისი კანდიდატის ძებნა. ფირმას, რომელიც მარტში $850 მილიონად შეფასდა $80 მილიონის დაფინანსების რაუნდის შემდეგ, ამჟამად 5,000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს, მათ შორის Ramp-ი და Cognition-ი.


LOTUS HEALTH AI

დამფუძნებლები: KJ დალივალი (აღმასრულებელი დირექტორი), ზეკა ნელსონი
წამყვანი ინვესტორები: CRV, Kleiner Perkins-ი
მოზიდული კაპიტალი: $41 მილიონი
შეფასება: $150 მილიონი

დალივალი, რომელიც გაიზარდა ემიგრანტი მშობლებისთვის ექიმთან ვიზიტების პენჯაბურ ენაზე თარგმნაში და რომელსაც 18 წლის ასაკში ორი მალთაშუა დისკის თიაქარი დაემართა, ამერიკის ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობის გამოსწორებას ნატრობდა. ამიტომ, 2024 წელს, ხუთი წლის შემდეგ, რაც მან თავისი სამხრეთაზიური გაცნობის აპლიკაცია, Dil Mil-ი, $50 მილიონად Dating.com-ს მიჰყიდა, მან და მისმა ყოფილმა კოლეგამ ნელსონმა Lotus Health AI დააარსეს ამბიციური მიზნით, რომ ამერიკული ჯანდაცვა ადამიანებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გაეხადათ. აპლიკაცია, რომელსაც ექიმები ასწავლიან, უფასო, ვირტუალურ, 24/7 პირველადი ჯანდაცვის სერვისს სთავაზობს, რომელიც 50-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი. მის ექიმებს, ტრადიციულ ექიმებთან შედარებით ათჯერ მეტი პაციენტის მართვა შეუძლიათ. ამ ეტაპზე ერთი დიდი პრობლემაა: კომპანიას შემოსავალი არა აქვს. დალივალი ამბობს, რომ ჯერ მომხმარებელთა ბაზას ქმნის და შემდეგ შემოსავლის მიღების იდეებიც აქვს. 


NETIC

დამფუძნებელი: მელისა ტოკმაკი (აღმასრულებელი დირექტორი)
წამყვანი ინვესტორები: Founders Fund-ი, Greylock-ი
მოზიდული კაპიტალი: $43 მილიონი
შეფასება: $450 მილიონი

მას შემდეგ, რაც მელისა ტოკმაკმა და მისმა მეუღლემ სახლი იყიდეს მილ–ველიში, კალიფორნიაში, მათ რამდენიმე ათასი დოლარის ელექტროენერგიის გადასახადი მიუვიდათ. მათ სასოწარკვეთილი ძიება დაიწყეს მიზეზების დასადგენად. იყო ეს გათბობა? იზოლაცია? გაყვანილობა? ბიზნესების უმეტესობამ ტელეფონს არ უპასუხა; სხვებს დაავიწყდათ სახელი ან მისამართი. მაშინაც კი, თუ ისინი ვიზიტის დაგეგმვას მოახერხებდნენ, ეს ნიშნავდა ლოდინს, ელექტროენერგიის დამატებითი გადახდებს, იმის ცოდნის გარეშე, მოვიდოდა თუ არა ვინმე (ბოლოს გაირკვა, რომ ეს გათბობის ბრალი იყო). ამ გამოცდილებამ აიძულა ტოკმაკი, რომელიც თურქეთიდან Stanford-ში სრული სტიპენდიით ემიგრაციაში წავიდა, დაეტოვებინა Scale AI-ში ინჟინერიის დირექტორის თანამდებობა და დაეარსებინა Netic-ი, AI-ის ისეთ ბიზნესებში შესაყვანად, როგორიცაა სანტექნიკა და კონდიცირება. დღეს, როდესაც მომხმარებელი რეკავს, წერს ან პრობლემით დაუკავშირდება, Netic-ის აგენტურ სისტემას შეუძლია პრობლემის დიაგნოზირება და შესაძლო გამოსწორების გზების გაცნობა, ან შემდგომი ქმედებების განსახორციელებლად ვინმეს დაქირავება.


OSSIUM HEALTH

დამფუძნებლები: კევინ კალდველი (აღმასრულებელი დირექტორი), ერიკ ვუდსი
წამყვანი ინვესტორები: CPMG, First Round Capital-ი, General Catalyst-ი, Vivo Capital-ი
მოზიდული კაპიტალი: $158 მილიონი
შეფასება: $300 მილიონი

ათი წლის წინ, McKinsey-ის ყოფილ კონსულტანტს, 39 წლის კევინ კოლდუელს, ერთი შეხედვით გიჟური იდეა გაუჩნდა გარდაცვლილი დონორებისგან გაყინული ძვლის ტვინის ბანკის შექმნის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გული და ფილტვები დონორის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში უნდა გადანერგილიყო, ძვლის ტვინი ამას არ საჭიროებს და კოლდუელი თვლიდა, რომ ეს სიცოცხლისთვის საშიში სისხლის კიბოს მქონე პაციენტებს საშუალებას მისცემდა, მკურნალობა თითქმის მოთხოვნისამებრ მიეღოთ. „არსებობენ პაციენტები მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში კიბოთი, რომლებსაც სხვა დონორები არ ჰყავთ“, – ამბობს ის. კოლდუელმა კომპანია კრიოკონსერვაციის (გაყინვის აღმნიშვნელი უცნაური ტერმინი) ექსპერტთან და General Biotechnology-ის თანადამფუძნებელთან, 53 წლის ერიკ ვუდსთან ერთად დააარსა. შემდეგ წყვილმა ორგანოების დონაციის სფეროში მომუშავე არაკომერციული ორგანიზაციების დარწმუნება დაიწყო, რომ მათთვის გარდაცვლილი დონორების ხერხემლის სვეტები გაეგზავნათ. დღეს სან-ფრანცისკოში დაფუძნებული Ossium-ი ინდიანაში, მსოფლიოში პირველ, ძვლის ტვინის ბანკს მართავს. ჯერჯერობით მისი ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია წარმატებით გამოიყენეს 28 ტრანსპლანტაციაში, მათ შორის, ცოტა ხნის წინ, მისი პირველი პედიატრიული პაციენტის, 14 წლის ბიჭისთვის.


OUTTAKE

დამფუძნებელი: ალექს არჯუნ დილონი (აღმასრულებელი დირექტორი)
წამყვანი ინვესტორები: CRV, ICONIQ Growth-ი
მოზიდული კაპიტალი: $60 მილიონი
შეფასება: $375+ მილიონი

Palantir-ის კურსდამთავრებული დილონი ამბობს, რომ Outtake-ის იდეა მას მაშინ მოუვიდა, როდესაც იუტუბერმა დახმარება სთხოვა იმ „დიპ-ფეიქების” გამოვლენაში, რომლებიც ხალხის მოსატყუებლად გამოიყენებოდა. AI-ით მართული თაღლითობის აფეთქებისას, მან იფიქრა, რომ ეს სერვისი ყველას დასჭირდებოდა. დილონმა სამსახური მიატოვა და დაიწყო ტექნოლოგიის გაფართოება, რომელიც აკვირდება როგორც შინაარსს, ასევე კონტექსტს, რათა დაადგინოს, არის თუ არა ის კანონიერი. შემდეგ ის იძლევა ქულას, რომელიც აფასებს მისი სიყალბის ალბათობას. მომხმარებლებში შედიან OpenAI და Panera Bread-ი.


PACE

დამფუძნებელი: ჯეიმი კაფი (აღმასრულებელი დირექტორი)
წამყვანი ინვესტორები: Sequoia Capital-ი, Thrive Capital-ი
მოზიდული კაპიტალი: $55 მილიონი
შეფასება: $375 მილიონი

გასულ წელს ექსტრემალური ამინდის მოვლენებით გამოწვეული ზარალის უმეტესობა დაუზღვეველი დარჩა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ სადაზღვევო კომპანიებს არ სურთ კლიმატთან დაკავშირებული რისკების აღება, რადგან ეს ძალიან ძვირია (მაგალითად, კალიფორნიის ტყის ხანძრები). ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ანაზღაურების მოთხოვნების დაკმაყოფილების პროცესი დიდხანს გრძელდება, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დიდი რაოდენობით ანაზღაურების მოთხოვნები და ყველაზე უარესი ნგრევაა. წარსულში საჭირო იყო ადამიანური ქოლ-ცენტრების შექმნა და დამატებითი აგენტების მომზადება. სადაზღვევო აღმასრულებლის ვაჟმა, კაფმა, Pace-ი, ამ არაეფექტიანობის შესამცირებლად და პროცესის დასაჩქარებლად 2024 წელს დააარსა. მისი აგენტები უკვე ამუშავებენ ყველაფერს, დაწყებული წარდგენიდან და განახლებიდან, დამთავრებული მომხმარებლების, მათ შორის Prudential Financial-ის, მომსახურებითა და ანაზღაურების მოთხოვნებით. 


RILLET

დამფუძნებლები: ნიკოლას კოპი (აღმასრულებელი დირექტორი), სტელიოს მოდესი
წამყვანი ინვესტორები: Andreessen Horowitz-ი, Creandum-ი, First Round Capital-ი, ICONIQ, Sequoia Capital-ი
მოზიდული კაპიტალი: $110 მილიონი
შეფასება: $500 მილიონი

ტრადიციული ბუღალტრული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, ბიზნესებს ხშირად უწევთ ლოდინი ანგარიშგების პერიოდის დასრულებიდან რამდენიმე დღის ან თუნდაც კვირების განმავლობაში, სანამ ბუღალტერი ადამიანები მონაცემებს შეადარებენ და მათ სრულ ფინანსურ სურათს შეაფასებენ. სან-ფრანცისკოში დაფუძნებული Rillet-ი ბუღალტრული აღრიცხვის დახურვის დასაჩქარებლად AI-აგენტებს იყენებს, რათა ბიზნესლიდერებს ფინანსური ინფორმაცია რეალურ დროში მიაწოდოს. თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი კოპი ამბობს, რომ ეს იდეა მას შემდეგ მოუვიდა, რაც იმედგაცრუებული იყო შეზღუდული ინფორმაციის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობით, როდესაც გერმანული საბანკო სტარტაპის შექმნაში ეხმარებოდა.


ROADRUNNER

დამფუძნებლები: ჯოუბინ მირზადეგანი (აღმასრულებელი დირექტორი), აჯაი ნატარაჯანი, იუჯინ შაო
წამყვანი ინვესტორები: Founders Fund-, Kleiner Perkins-ი
მოზიდული კაპიტალი: $27 მილიონი
შეფასება: $200 მილიონი

Roadrunner-ი, რომლის სათავო ოფისი სან-ფრანცისკოშია, 2025 წელს დაარსდა მარტივი მიზნით, რათა გაყიდვების გუნდები გადაერჩინა მომხმარებელთა შეთავაზებების ფასების დადგენის დამღლელი სამუშაოსგან. დღეს გაყიდვების სპეციალისტს შეუძლია აკრიფოს ის, რაც მომხმარებელს აინტერესებს, მათ შორის პროდუქტები, რაოდენობა, მიწოდების ვარიანტები და ხელმისაწვდომი ფასდაკლებები, ხოლო Roadrunner-ის სისტემა მომხმარებლისთვის შეთავაზებას წუთებში დაადგენს. ვენჩურული ფირმა Kleiner Perkins-ში გამოზრდილი აღმასრულებელი დირექტორი მირზადეგანი ასევე Kleiner-ის პარტნიორი და პოპულარულ პოდკასტის Grit-ის შემქმნელი და წამყვანია. ამასობაში, მისმა პროდუქტების დირექტორმა, ნატარაჯანმა, 16 წლის ასაკში Caltech-ში ჩააბარა და პარალელურად NASA-ში ინჟინრად მუშაობდა. მან იქ შექმნა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ამჟამად Mars Rover-ის მართვისთვის გამოიყენება. მისი ადრინდელი სტარტაპი Athena, AI-პლატფორმა საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის მათი კოლეჯის აპლიკაციების ოპტიმიზაციისთვის, გასულ წელს შეიძინეს.


VALTHOS

დამფუძნებლები: კეტლინ მაკმაჰონი (აღმასრულებელი დირექტორი), ტეს ვან სტეკელენბურგი
წამყვანი ინვესტორები: Founders Fund-ი, Lux Capital-ი, OpenAI
მოზიდული კაპიტალი: $30 მილიონი
შეფასება: $200 მილიონი +

AI-პროგნოზირების სპეციალისტებს უყვართ სამყაროს აღსასრულის სცენარების წარმოდგენა. Valthos-ი, რომლის მიზანია AI-ით გამწვავებული ბიოლოგიური საფრთხეების იდენტიფიცირება და თავიდან აცილება – მაგალითად, ვირუსული ინფექციების ან დაბინძურებული სასმელი მარაგების – მათ პრევენციას ცდილობს. იდეა მდგომარეობს AI-მოდელების გამოყენებაში პათოგენების დასახასიათებლად, ამიტომ თუ მუტაცია გამოვლინდება, იქნება ეს ბუნებრივი თუ ინჟინერიულად შექმნილი, Valthos-ს შეუძლია შექმნას დოსიე საფრთხის შესახებ, რაც ექსპერტებს საპასუხო ზომების მიღებაში დაეხმარება. კომპანია, რომელიც აღმასრულებელი დირექტორის, Palantir-ის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელის, კეტლინ მაკმაჰონისა  და ვენჩურული კაპიტალის ფირმა Lux Capital-ის პარტნიორის ტეს ვან სტეკელენბურგის იდეაა, ოქტომბერში შეუმჩნევლად გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც მან $30 მილიონი მოიზიდა მხარდამჭერებისგან, რომელთა შორის არიან Founders Fund-ი, Lux Capital-ი და OpenAI. მსხვილი კლიენტები, მათ შორის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი და Los Alamos Labs-ი, უკვე შეუერთდნენ ამ ინიციატივას. „ადამიანის ჯანმრთელობის ეს უტოპია არ იარსებებს, თუ ჩვენ ასევე არ დავრწმუნდებით, რომ ეს ინსტრუმენტები არ გამოიყენება მავნე მიზნებისთვის, – ამბობს მაკმაჰონი. – ჩვენ წარმოუდგენელი პასუხისმგებლობა გვაკისრია“. 

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი