ქართული კომპანიის მნიშვნელოვანი როლი გლობალური ფინანსური ინფრასტრუქტურის ფორმირებაში.
VS1 Finance, საქართველოში დაფუძნებული ფინანსური ტექნოლოგიის კომპანიაა, რომელიც ქმნის ინფრასტრუქტურას ტოკენიზებული კაპიტალის ბაზრებისთვის. სფეროს გლობალური გიგანტი XRP Ledger Foundation და VS1 Finance, Ripple-ის ბლოკჩეინზე ფინანსური ოპერაციებისთვის ინსტიტუციური დონის სტანდარტების შეიმუშავებისთვის ძალებს აერთიანებენ. ზემოთ ხსენებული მასშტაბური სიახლე VS1-ს იმ წამყვანი კომპანიების რიგში აყენებს, რომლებიც საზღვრავენ, თუ როგორ იმუშავებს რეგულირებადი ფინანსური პროდუქტები საჯარო ბლოკჩეინზე მომდევნო წლების განმავლობაში.
VS1-ის შესახებ: თბილისში დაფუძნებული VS1 Finance ქმნის ტქენოლოგიურ პლატფორმას, რომელიც ფინანსურ ორგანიზაციებს ეხმარება ტრადიციული ფინანსური აქტივები (მაგალითად, კორპორატიული ობლიგაციები) ციფრულ, ტოკენიზებულ ფორმატში გადაიტანონ და მარტივად მართონ. თავისმხრივ, ტოკენიზაცია მოიაზრებს ფინანსური აქტივის ციფრულ სახედ გარდაქმნას და მის დაცულ დეცენტრალიზირებულ ბლოკჩეინ-სისტემაში აღრიცხვას. ეს ტექნოლოგია მნიშვნელოვნად აჩქარებს ანგარიშსწორებას, გამჭვირვალეს ხდის საკუთრების უფლებას და ავტომატიზებას ახდენს ისეთ რუტინულ პროცესებზე, როგორიცაა კუპონის (პროცენტის) გადახდა. VS1-ის პლატფორმა აგებულია XRP Ledger-ზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და დიდი ფინანსური ინსტიტუტებისთვის შექმნილი ბლოკჩეინია.
VS1 Finance პარტნიორობს ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებთან: ერთის მხრივ პარტნიორები ახორციელებენ რეგულირებად პროცესებს (მაგალითად, ფასიანი ქაღალდების რისკის ანალიზს), ხოლო მეორეს მხრივ VS1 უზრუნველყოფს მათთვის უსაფრთხო ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას. ამასთანევე, VS1 ემზადება გახდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი ტოკენიზაციის მარეგულირებელი სენდბოქსის ფარგლებში დაშვებული პირველი პლატფორმა – ეტაპი, რომელიც საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთ პირველ იურისდიქციად აქცევს, სადაც ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდები ცენტრალური ბანკის ზედამხედველობით ფორმალურად იტესტება.
29 ივნისს XRP Ledger Foundation-მა და VS1-მა პარტნიორობა დაანონსეს ტოკენიზებული კრედიტის ღია სტანდარტის შესაქმნელად რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს XRPL-ზე სესხების გაცემას გაუმარტივებს. ეს სისტემა აერთიანებს ოთხ ახალ ფუნქციონალს (მათ შორის Single Asset Vaults და Multi Purpose Tokens), რაც ნებისმიერ გუნდს მისცემს შესაძლებლობას, თავიანთ ციფრულ პროდუქტებში მარტივად დააინტეგრირონ ინსტიტუციური დონის სასესხო პროდუქტები.
ეკოსისტემისთვის აღნიშნულ ფენომენს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ის ხდება ახალი გლობალური სტანდარტის საორიენტაციო წერტილი, რომელსაც ინდუსტრიაში მოღვაწე სხდვადასხვა კომპანიები გაიზიარებენ. VS1-ისთვის ეს აღიარება კი მათი FinTech-ის მიმართულებით მაღალი კომპეტენციის ვალიდაციის დასტურია: ფონდი, სანამ რეფერენს-არქიტექტურას დაამტკიცებს, რამდენიმე კანდიდატს აფასებს, ხოლო VS1-ის შერჩევა ეფუძნება კომპანიის წინა წარმატებულ გამოცდილებას – XRPL-ის vault-ისა და lending-ის პრიმიტივების შექმნას და ტოკენიზებული ობლიგაციების გამოშვების საწარმოო დონის (production-grade) პროცესებს.
ფართო სურათი: რატომ არის სესხება ობლიგაციების ციფრული ემისიის შემდეგ გადამწყვეტი ნაბიჯი: წლის დასაწყისში VS1-მა გააზიარა ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ ქმნის ობლიგაციების ტოკენიზაცია ახალ შესაძლებლობებს(სრული სტატია). თუმცა, ბლოკჩეინზე აქტივის გამოშვება მხოლოდ დასაწყისია. რეალური პოტენციალი სწორედ ამის შემდეგ იჩენს სათავეს: აქტივის ინვესტორებს შეუძლიათ საკუთარი ტოკენიზებული აქტივები გამოიყენონ კოლატერალად და მათ საფუძველზე განახორციელონ სესხება, ხოლო ეს აქტივები ღია და პროგრამირებადი დისტრიბუციის არხების მეშვეობით ინვესტორთა ბევრად ფართო აუდიტორიამდე მიიტანონ. სწორედ სესხების მექანიზმი არის ის ფუნდამენტური ფინანსური პრიმიტივი, რომელიც ორივე ამ შესაძლებლობას რეალობად აქცევს.
„ჩვენს რეგიონს განსაკუთრებული შესაძლებლობა აქვს. ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი, ვინც მონაწილეობს კაპიტალის ბაზრების მუშაობის მოდელის თავიდან ჩამოყალიბებაში – უფრო სწრაფი ანგარიშსწორებით, გამჭვირვალე ემისიითა და უფრო ეფექტური მეორადი ბაზრებით – ნაცვლად იმისა, რომ დაველოდოთ და მოგვიანებით გადმოვიღოთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, ჩვენ უკვე ვქმნით კაპიტალის ბაზრების მომავალს. სწორედ ამას ვაშენებთ VS1 Finance-ში.“ – განაცხადა მიხეილ დიდებულიძემ, VS1-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.
შემდეგი ეტაპი: VS1 უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში წარადგენს XRP Ledger Foundation-ისთვის დაგეგმილ ღია სტანდარტს. პარალელურად, კომპანია აგრძელებს ტოკენიზებული ობლიგაციების პროდუქტის განვითარებას CEEMEA-ის რეგიონის ემიტენტებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით და ემზადება პირველი რეალური ემისიის განსახორციელებლად საქართველოს ეროვნული ბანკის ტოკენიზაციის სენდბოქსის ფარგლებში.












