ავტორი: კინგსლი ფოქსი
ფოტო: ოფშორების ბროკერი
ოფშორების ბროკერმა რადიკალურად შეცვალა ის ტექნიკა, თუ როგორ ექნებათ მომხმარებლებს ოფშორების აქტივების დაცვის სერვისებზე წვდომა. კომპანიის ახალი პლატფორმა საშუალებას აძლევს სწრაფად და ეკონომიურად დაარეგისტრირონ ოფშორების ტრასტები, კომპანიები და საბანკო ანგარიშები. ამ პროცესს, ტრადიციულად რამდენიმე კვირა სჭირდებოდა. ამ ტექნოლოგიურმა უპირატესობამ გახადა ის მიმზიდველი არჩევანი მაღალი ღირებულების მქონე პირებისთვის, მეწარმეებისთვის და ბიზნესებისთვის, რომლებიც ეძებენ აქტივების სწრაფ და ეფექტურ დაცვას.
კომპანიის თანადამფუძნებელმა კონორ სტინსმა აღმოაჩინა არაერთი დარღვევა და არაეფექტური ტექნიკა ოფშორული სერვისების ბაზარზე, რაც გახდა ინსპირაცია , რომ შექმნილიყო ახალი სისტემის , რომელიც ოფშორული ერთეულების ფორმირების ხარჯებს ამცირებს და ამარტივებს. კომპანიის მთავარი მიზანია ტექნოლოგიების გამოყენება მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, და სწორედ ეს ხდის მათ კონკურენტუნარიანს ინდუსტრიაში, რომლის მოდერნიზაციაც უფრო სწრაფი უნდა იყოს.
„ჩვენ არამხოლოდ სერვისებს, არამედ გადაწყვეტილებებსაც ვთავაზობთ,“ ამბობს სტენსი. „ჩვენი მომხმარებლები, იმიტომ ირჩევენ ჩვენს კომპანიას,რომ ეძებენ გზებს, როგორ დაიცვან და გაზარდონ თავისი სიმდიდრე მზარდი ვოლატილობის(ცვალებადობა, არამდგრადობა) პირობებში. და ჩვენ აქ ვართ, რომ ვაჩვენოთ, რომ ოფშორული აქტივების დაცვა არ უნდა იყოს რთული პროცესი.“
ოფშორების საბროკერო, კონკურენტებისგან გამორჩევს ის რომ მათ შეუძლიათ ტექნოლოგიის მეშვეობით, სერვისების გაფართოება. კომპანიის მარტივი მომხმარებელზე მორგებული პლატფორმა ემსახურება და სთავაზობს მომხმარებლებს,მსოფლიოს მასშტაბით, უფრო ხელმისაწვდომ გზას თავიანთი ოფშორული აქტივების დასაცავად.
პრივატულობა, როგორც მთავარი განსხვავება
ოფშორების საბროკეროს მომსახურების მთავარი მახასიათებელი მისი ერთგულებაა მომხმარებელთა პრივატულობის მიმართ. ის უზრუნველყოფს, რომ მისი მომხმარებელთა იდენტობები და ფინანსური ინფორმაცია დარჩეს კონფიდენციალურად ისეთ იურისდიქციებში, როგორიცაა კუკის კუნძულები და ნევისი, სადაც აქტივების დაცვა და კონფიდენციალურობის კანონები ძალიან მკაცრად კონტროლდება. ეს მიდგომა პირადი ინრფომაციის დაცვასთან მიმართბაში, განსაკუთრებით მიესადაგება იმ პირებს, რომლებსაც ესაჭიროებათ საკუთარი ფინანსური მონაცემების დაცვა, გასაკუთრებულად მზარდ და გამჭვირვალე გლობალურ გარემოში.
ფინანსური გამჭვირვალობის ინიციატივები მსოფლიო მასშტაბით ფართოვდება, რაც უფრო რთულს ხდის ოფშორების სერვისის მიმწოდებლებისათვის პრივატულობის გარანტიას. თუმცა, ოფშორების საბროკერო მუშაობს თავისი იურისდიქციების გამოიყენონ სამართლებრივ ჩარჩოებში, რათა შეინარჩუნონ ყველაზე მაღალი დონე კონფიდენციალურობის. მომხმარებლებისთვის ეს კვლავ რჩება მნიშვნელოვან ფაქტორად, რომ შეიძინონ მათი დაცვა, განსაკუთრებით მათთვის ვინც ეძებს დაცვას და დისკრეციას.
პრივატულობის შენარჩუნება საერთაშორისო რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პროცესში არის კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ძლიერი მხარე. ოფშორების საბროკერო ახერხებს ამ კონკურენტული საჭიროებების ბალანსირებას, რეგულაციების განვითარებაზე წინსვლით და შესაბამისად ადაპტირებული სერვისების შეთავაზებით.
კონკურენტული უპირატესობა ოფშორულ საფინანსო სექტორში
ოფშორების საბროკერომ კონკურენტული უპირატესობა მოიპოვა უფრო ტრადიციული კომპანიების მიმართ, რომლებსაც ინტეგრირებულ პაკეტებს სთავაზობენ, რაც ამარტივებს ტრასტების, კომპანიების და საბანკო ანგარიშების შექმნას. მისი კონკურენტები ხშირად უფრო კომპლექსურ და გახანგრძლივებულ პროცესებზე არიან დამოკიდებულები, რაც მომხმარებლის ხარჯებს ზრდის. მაშინ როცა ეს ტრადიციული მიმწოდებლები დამოუკიდებელი კუკის კუნძულების ტრასტისთვის $15,000-$30,000 იღებენ, ოფშორების საბროკერო ამას მხოლოდ $10,000 სთავაზობს. გამოყენების სიმარტივეზე და ინტეგრაციაზე ორიენტირებით, სტენსმა და თანადამფუძნებელმა ჯონ ევანსმა ოფშორების აქტივების დაცვის პროცესი ეკონომიურად ხელსაყრელი და ხელმისაწვდომი გახადეს.
ეს გამარტივებული მიდგომა კომპანიას საშუალებას აძლევს მოიზიდოს ფართო სპექტრის მომხმარებელი, მათ შორის მეწარმეები და ძლიერი გლობალური ბიზნესები. მისი სერვისები მიზნად ისახავს აქტივების დაცვასა და საერთაშორისო ბიზნეს ოპერაციების გამარტივებას, რაც ზრდის უპირატესობას, კონკურენტებთან მიმართებაში.
ინდუსტრიის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ოფშორების საბროკეროს სტრატეგია, რომელიც მოიცავს ყოვლისმომცველი სერვისების შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე, მას ძლიერ კომპანიად აქცევს ოფშორების ფინანსურ სექტორში. როცა გლობალური რეგულაციები მკაცრდება, კომპანიები, რომლებიც შეძლებენ როგორც დაცვის, ისე სიმარტივის შეთავაზებას,გაზრდისა და განვითარების მეტი სანსი ექნებათ და ოფშორების საბროკერო სწორედ იყენებს ამ ტრენდს.
რეგულატორული წყლების ნავიგაცია
რეგულატორები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყურადღებას ამახვილებენ, რომ ოფშორული ფინანსური სერვისები უფრო ხელმისაწვდომი ხდება. გამოწვევა ოფშორების საბროკეროს მსგავსი კომპანიებისთვის არის სირთულეების გაგება და ამავდროულად, მომხმარებლებისთვის ღირებულების შეთავაზება.
„გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია,“ ამბობს სტენსი. „ჩვენ აქ არ ვართ, რათა ადამიანებს დავეხმაროთ გადასახადების თავიდან აცილებაში ან მათი აქტივების დამალვაში. ჩვენი მიზანია შევთავაზოთ ლეგიტიმური ფინანსური დაგეგმვის ხელსაწყოები სხვადასხვა მიზნებისთვის, რაც გულისხმობს, როგორც აქტივების დაცვას, ასევე და მემკვიდრეობით გადაცემული უძრავი ქონების დაგეგმვას“
ეს პრინციპი გამჭვირვალობის მიმართ კარგად ჩანს კომპანიის ფასების მოდელზეც. ინდუსტრიას, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ დამალული საფასურებისა და გაუგებარი ფასების სტრუქტურების გამო, ოფშორების საბროკეროს სტრატეგია განსაკუთრებულად მარტივია. იგი ყველა ხარჯს წინასწარ აქვეყნებს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები თავიანთ ფინანსურ მომავალზე.
მომავლის პერსპექტივები და გაფართოება
ოფშორების საბროკერო არ არის კმაყოფილი თავისი მიმდინარე წარმატებებით. კომპანია აქტიურად ეძებს გზებს, რათა გააფართოვოს თავისი სერვისების შეთავაზება და გეოგრაფიული მასშტაბი, ეძებს ახალ ბაზრებსა და პარტნიორობებს, რომლებმაც შესაძლოა კიდევ უფრო გააძლიერონ მისი შესაძლებლობები, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ოფშორულ ფინანსურ სერვისებზე მოთხოვნა იზრდება.
ინოვაციებზე, პრივატულობასა და რეგულატორული შესაბამისობაზე ორიენტირებით, ოფშორების საბროკერო კარგადაა პოზიციონირებული, რათა დარჩეს ლიდერი ოფშორულ ფინანსურ ინდუსტრიაში. მისი პროგრესული სტრატეგიები მიუთითებს იმაზე, რომ კომპანია მომავალშიც გააგრძელებს ოფშორული აქტივების დაცვის მომავლის ფორმირებას.
„ჩვენ მხოლოდ ვიძიებთ იმას, რაც შესაძლებელია,“ ამბობს სტენსი. „ოფშორული ფინანსური სერვისების ინდუსტრია მზად არის ცვლილებებისთვის, და ჩვენ ვგეგმავთ ამ ცვლილებების ფონზე ლიდერობას.“
სტენსის ოპტიმიზმს ციფრები ადასტურებს. უახლესი Boston Consulting Group-ისა და QED Investors-ის ანგარიშის თანახმად, ფინტექის შემოსავლები 2030 წლისთვის ექვსჯერ გაიზრდება, $245 მილიარდიდან $1.5 ტრილიონამდე. ეს ზრდა განსაკუთრებით გამოირჩევა განვითარებად ბაზრებში, სადაც ტრადიციული ფინანსური სერვისები ხშირად მიუწვდომელია ან არასაკმარისია.
სტენსი საბოლოო დასკვნას გვიზიარებს: „დღის ბოლოს, ჩვენ ადამიანებს ვაძლევთ ხელსაწყოებს, რათა გააკონტროლონ თავიანთ ფინანსურ მომავალი და დაიცვან ყველაზე მნიშვნელოვანი მათი ცხოვრებაში, მათი სიმდიდრის მიუხედავად. და ეს არის ის, რის გამოც ძალიან ვამაყობ.“
S