Xiaomi ელექტრომობილების კომპანიას ოფიციალურად არეგისტრირებს

Xiaomi ელექტრომობილების კომპანიას ოფიციალურად არეგისტრირებს

სმარტფონების მწარმოებელი ჩინური გიგანტი Xiaomi ელექტრომობილების კომპანიას ოფიციალურად არეგისტრირებს. $1.55 მილიარდი ღირებულების ელექტრომობილების ბიზნესი Xiaomi EV, ამ ეტაპზე 300 თანამშრომელს აერთიანებს.

ელექტრომობილების ბიზნესის დაარსების შესახებ ცნობილი მარტში გახდა. პეკინის სათაო ოფისმა მომავალი ათწლეულის განმავლობაში $10 მილიარდიანი ინვესტიციის გეგმა დააანონსა.

Xiaomi-ის ჯერჯერობით ელექტრომობილი არ წარუდგენია. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ელექტრომობილების გუნდმა ბოლო ხუთი თვის განმავლობაში მომხმარებელთა დიდი რაოდენობა გამოიკვლია და ამასთან ერთად, EV-ის პროდუქციის განსაზღვრისა და გუნდის ფორმირების ფარგლებში  ინდუსტრიულ პარტნიორებსაც ეწვია. Xiaomi-ის ელექტრომობილების ბიზნესს გუნდის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ლეი იუნი უხელმძღვანელებს.

Xiaomi, რომელიც ცნობილი ძირითადად სმარტფონების წარმოებით გახდა, ელექტრომობილების ბაზარზე შესვლას და ისეთი ორგანიზაციებისთვის კონკურენციის გაწევას გეგმავს, როგორებიც ჩინური სტარტაპები Nio, Xpeng და ამასთან ერთად Tesla და BYD არიან. შეგახსენებთ, რომ თვის დასაწყისში ჩინურმა კომპანიამ საკუთარი ელექტრომობილების ბიზნესის ტექნოლოგიური კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად, $77.37 მილიონად  ავტონომიური მართვის ფირმა Deepmotion შეიძინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *