გრძელვადიანი ინვესტიციები და ინოვატორული კომპანიები

მდგრადი განვითარება დღევანდელი მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევაა. ენერგიის განახლებადი წყაროები არამარტო ეკოლოგიური და სოციალური პრობლემების გადაჭრის ეფექტურ გზას წარმოადგენენ, არამედ მომავლის ეკონომიკურ შესაძლებლობების საზღვრებს აფართოებენ და ქმნიან ინდუსტრიებს, რომლებიც მსოფლიოს მდგრად განვითარებას უწყობენ ხელს.

მდგრადი ენერგიის ინდუსტრიის უდავო ინოვატორი „ტესლა მოტორსია“, რომლის სათავეშიც  პრაქტიკული, მაგრამ მეოცნებე ილონ მასკია. ტესლას მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი და მეწილე ხშირად აჟღერებს კომპანიის მისიას, რაც მსოფლიოს მდგრადი ენერგიების წყაროებზე გადასვლის დაჩქარებაში მდგომარეობს. ტესლა მომავლის კომპანიაა, რომელიც თანამედროვე დიზაინსა და მდგრადი განვითარების კონცეფციებით ცვლის სატრანსპორტო ინდუსტრიას. დამანგრეველი ინოვაციის ძალა უკვე იგრძნობა ელექტრონული მანქანების ინდუსტრიაში, სადისტრიბუციო ქსელში და დამტენების ბაზარზე. ტესლა დემოკრატორიცაა - ელექტრონული მანქანები ფუფუნების საგნად მოიაზრებოდა; დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ელექტონული მანქანები უფრო ძვირია, ტესლას დამსახურებით, სხვაობა მათ შორის მცირდება.

დამანგრეველი ინოვაცია მნიშვნელოვანი ნაწილია ტესლა მოტორსის სტრატეგიის. ინოვაცია, რომელიც ქმნის ახალ ბაზარს და ახალ ღირებულებას, ძველი საბაზრო ლიდერების, პროდუქტების და კონცეფციების ჩანაცვლებით, დამანგრეველი ინოვაციაა, რომლის იდეალური მაგალითებია ვიკიპედია, პერსონალური კომპიუტერები, პლასტმასა და ასე შემდეგ. ტესლას მისია, აქციოს მდგრადი ენერგიის წყაროები მსოფლიოს მასობრივი ბაზრის ნორმად, ასეთი ინოვაციების სიაშია.

ოცდამეერთე საუკუნეში ტექნოლოგია დამანგრეველი ინოვაციის მამოძრავებელი ძალაა და ტესლა ლიდერია ბაზარზე თავისი ტექნოლოგიებით:

1. ტესლას ბატერეები, სხვა მანქანების მწარმოებლებისგან განსხვავებით, არ იყენებს ერთი დიდ ბატარეას, ის იყენებს ათასობით პატარა, ცილინდრულ, ლითიუმის იონის ბატარეებს, რომლებიც გვხვდება პერსონალურ კომპიუტერებში და სხვა სამომხმარებლო მოწყობილობებში. შედეგად, ამ ელექტრონული მანქანის ბატარეების ფასი ყველაზე დაბალია ბაზარზე.
2. ტესლას ავტოპილოტი მზადების პროცესშია, ის შეცვლის გადაზიდვის და ლოჯისტიკის ინდუსტრიებს.
3. ტესლას “გლას ტექნოლოგია”, Solar City-სთან პარტნიორობით, მზის პანელების ინდუსტრიით კიდევ ერთ კომპონენტს ამატებს მსოფლიოს მდგრადი ენერგიის წყაროებზე გადასვლისთვის.  
4. და ბოლოს, ტესლა უზიარებს თავის ტექნოლოგიურ პატენტებს მსოფლიოს, ასე რომ იმ კომპანიებს, რომლებსაც უნდათ გამოიყენონ მდგრადი ტექნოლოგიები მომავალში კიდევ ერთი მეგობარი ჰყავთ ტესლას სახით.

ტესლა მდგრადი ენერგიის ინდუსტრიის ინოვატორია და ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც მსოფლიოში მილიონ ელექტრონულ მანქანას მოემსახურება. განახლებადი ენერგიების წყაროების გარეშე მდგრადი განვითარება შეუძლებელია და მდგრადი განვითარების გარეშე კი მსოფლიო უფრო ბევრ პრობლემას ქმნის, ვიდრე ახერხებს მათ გადაჭრას. საქართველოში ტესლას მისიას “ი-სპეისი” იზიარებს, რომელიც პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ქმნის ელექტროავტომობილების დამტენების ქსელს და ხელს უწყობს ქვეყანაში ელექტრომობილების პოპულარიზაციას. კომპანიის მიზანია საქართველოში დანერგოს ახალი ტექნოლოგია და ხელი შეუწყოს ელექტრონული მანქანების ინფრასტრუქტურის განვითარებას. დღეს შეგიძლიათ თქვენი ელექტრონული მანქანები უსასყიდლოთ დატენოთ “ი-სპეისი”ს დამტენებით და გააკეთოთ გრძელვადიანი ინვესტიციები ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა ტესლა მოტორსი. 

წინა სტატია

რამდენად ელასტიურია უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში?
04 ნოემბერი, 2016

შემდეგი სტატია

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დადებითი და უარყოფითი შედეგები
30 ნოემბერი, 2016
ევროკავშირში 65%-ით მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | სექ, 19, 2017
Forbes Georgia. 2017 წლის ოქტომბრის ნომერი
საქართველო | ოქტ, 06, 2017
განათლების ჯოკერი
ანტრეპრენიორები | აგვ, 31, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა