Grant Thorton-ის ბიზნეს–ანალიტიკური ბლოგი

ინფოგრაფიკა – საინვესტიციო გეგმები გლობალურად და საქართველოში

ინფოგრაფიკა – საინვესტიციო გეგმები გლობალურად და საქართველოში

ბოლო 4 წლის მონაცემებით, გლობალურ ეკონომიკაში საინვესტიციო გეგმები კვლავ მყარია. ფინანსური კრიზისის ფონზე ბიზნესები სამომავლოდ კვლავაც მოელიან მეტ სიცხადეს ეკონომიკურ ჭრილში, სანამ გრძელვადიან ოპერაციებს დაგეგმავენ საინვესტიციო მიმართულებით.

2015 წელს, გლობალური ბიზნესის 35% გეგმავს საწარმოო მიმართულებით კაპიტალდაბანდებას, ხოლო 20% – სამშენებლო მიმართულებით. ამ მხრივ, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, არ არის საგრძნობი ცვლილება. ყველაზე დიდი მზაობა ამ მიმართულებით შეინიშნება სამხრეთ ევროპის ქვეყნებსა (54%) და ლათინურ ამერიკაში (45%), მაშინ როცა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში მაჩვენებელი 27%–ია. ჩრდილოეთ ამერიკაში საგრძნობია სამშენებლო მიმართულებით ინვესტირება (37%). აფრიკის რეგიონში ამ მხრივ განსაკუთრებით ბოტსვანა (60%) და ნიგერია (30%) ვარაუდობენ გააქტიურებას. საქართველოს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია – 26% საწარმოო მიმართულებით და 12% სამშენებლო მიმართულებით.

შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად გლობალურ ეკონომიკაში საინვესტიციო დონე სტაბილურია, მაგრამ აქცენტები უფრო იკვეთება მზარდი R&D ინვესტირების მიმართულებით. ამ მხრივ,  2014 წლის 24% წინა წლის ბოლო კვარტალშივე 30%-მდე გაიზარდა. ამერიკაში ამ მიმართულებით კაპიტალდაბანდების მოლოდინი 14%-დან 37%-მდე გაიზარდა წინა წელთან შედარებით და გაუთანაბრდა ჩინეთის მაჩვენებელს (37%), რომელიც ინარჩუნებს სტაბილურობას გასულ წელთან შედარებით. გერმანიამ (42%), საბერძნეთმა (40%) და იტალიამ (38%) გააორმაგა განსახორციელებელი R&D ინვესტიციები 2015 წლისთვის, მიუხედავად ევროზონაში არსებული გაურკვევლობისა. ბოცვანა და თურქეთი რჩება ტოპ ხუთეულში როგორც სამრეწველო, ასევე სამშენებლო და R&D ინვესტირების კუთხით არსებულ პროგნოზებში.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა