2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზრდება

2020 წელს ტოკიოში ჩასატარებელი ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ორგანიზატორებს 6–ჯერ უფრო ძვირი უჯდებათ, ვიდრე ნავარაუდევი იყო. Reuters–ის ინფორმაციით, ხარჯები დაახლოებით 1,8 ტრილიონი იენით (14,9 მილიარდი დოლარით) გაიზრდება.  

ასეთი მოცულობით ხარჯების გაზრდის მიზეზი გაუთვალისწინებელი დეტალები გახდა, მაგალითად დამატებითი საგზაო ხაზების მშენებლობა, თანამშრომელთა  ხარჯების ზრდა და სამუშაო აღჭურვილობაზე მომატებული ფასები.

ოლიმპიური თამაშების კომიტეტმა ტოკიოში სპონსორებისგან და ბილეთების გაყიდვისგან შესაძლოა მხოლოდ 450 მილიარდი იენი (3,7 მილიარდი დოლარი ) მიიღოს, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ტრილიონი იენი (8,3 მილიარდი დოლარი) ორგანიზატორებს კიდევ აკლდებათ. საერთო ხარჯები ოლიმიური თამაშების ორგანიზებისათვის 2,1 ტრილიონი იენია (17,4 მილიარდი დოლარი). ხარჯები საორგანიზაციო კომიტეტმა, ტოკიოს მთავრობამ და იაპონიის ხელისუფლებამ უნდა დაფარონ.

წინა სტატია

იანვარ-ნოემბერში პრივატიზაციიდან ბიუჯეტში 135 მილიონი ლარი შევიდა
21 დეკემბერი, 2015

შემდეგი სტატია

Dom Pérignon Mathusalem–ი – მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შამპანური
21 დეკემბერი, 2015
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს
საქართველო | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა