ვირტუალური რეალობის დემონსტრირება თანამგზავრის მეშვეობით მოხდება

ვირტუალური რეალობის დემონსტრირება თანამგზავრის მეშვეობით მოხდება

SES S.A. („ევრონექსტ“ პარიზისა და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟა: SESG) ბერლინის ფრაუნჰოფერის ჰაინრიხ-ჰერტცის სახელობის  ინსტიტუტთან ერთად წელს IBC-ის კონფერენციაზე ინოვაციური სამეცნიერო-კვლევითიპროექტის დემონსტრირებას მოახდენს – თანამგზავრის მეშვეობით 10 000 x 2000 პანორამული ვიდეო სიგნალის ტრანსლაცია რამდენიმე მოწყობილობის მეშვეობით მოხდება.

პანორამული სიგნალი მიღებულ იქნება SES-ის სტენდზე და გადაეცემა როგორც ულტრა მაღალი გარჩევადობის დისპლეის, ასევე ვირტუალური რეალობის (VR) აღსაქმელ მოწყობილობების კომპლექტს. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს ხედვის კუთხე, ობიექტივის ფოკუსი და მანძილი, მართოს გამოსახულება ტელევიზორის ეკრანზე მარტივი დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით ან მოირგოს ვირტუალური რეალობის აღსაქმელი მოწყობილობა.

ეს სადემონსტრაციო მასალა, გადაღებულია ფრაუნჰოფერის ჰაინრიხ-ჰერტცის სახელობის  ინსტიტუტის გამორჩეული „OmniCam-360“ კამერით და გადაიცემა SES ASTRA -ს 19.2 გრადუსზე განლაგებული აღმოსავლეთ ორბიტალური პოზიციიდან. ეს იქნება დემონსტრაცია იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მომავალი ვიდეო ვირტუალური რეალობა 360° – ზე. იგი მაყურებელს მისცემს საშუალებას, განიცადოს ვირტუალურ რეალობაში მონაწილეობის შეგრძნება – სპორტულ, საკონცერტო თუ სხვა ღონისძიებაში, რომელსაც ის პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს.

„ჩვენ ტექნოლოგიების კომბინაციას ვიყენებთ, რათა ზუსტად ვაჩვენოთ, თუ რა არის შესაძლებელი ჰიბრიდული მიდგომების გამოყენებისას“,- ამბობს დოქტორი რალფ შეფერი, ფრაუნჰოფერის ჰაინრიხ-ჰერტცის სახელობის  ინსტიტუტის ვიდეო დეპარტამენტის უფროსი. „არ არსებობს სტადიონი მსოფლიოში, რომელიც საკმარისი რაოდენობით დასაჯდომ ადგილს შესთავაზებს თაყვანისმცემლებს. ახლა წარმოიდგინეთ მსოფლიოს რომელიმე ნაწილში რეალურ დროში მიმდინარე რაიმე მოვლენა – გადაღებული პროფესიული კამერებით, როგორიცაა „OmniCam-360“ და შემდეგ თანამგზავრის მეშვეობით  უზარმაზარი გლობალური აუდიტორიისათვის მიწოდებული. ამ დროს თითოეულ მაყურებელს სახლიდან გაუსვლელად უკავია საუკეთესო ადგილი ღონისძიებაზე.“

თომას ვრედემ, SES-ის სისტემების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტმა დასძინა, რომ „თანამგზავრები ვიდეო გამოცდილების ახალი სახეობების განაწილების იდეალურ გზას წარმოადგენს, რადგან მათ შეუძლიათ სახმელეთო ქსელებიდან გამოთავისუფლებულ მონაცემთა დიდი მოცულობების მართვა. გარდა ამისა, ტექნოლოგიის სტანდარტები, როგორიცაა SAT>IP, არა მხოლოდ იმის საშუალებას აძლევს მაყურებელს, სახლში აირჩიოს მოწყობილობა – ტელევიზორის ეკრანი, ტაბლეტი ან ვირტუალური რეალობის ტექნიკა – არამედ მათ ასევე შეუძლიათ აირჩიონ მათთვის სასურველი პოზიცია“ 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *