სამუშაო უნარები, რომელსაც ქართველი დამსაქმებლები ითხოვენ

ძირითადი პრობლემა, რომელიც ექმნებათ საწარმოებს ახალი კადრის აყვანისას იმ ტექნიკური უნარ-ჩვევების არცოდნაა, რომლებიც დაკავშირებულია დაწესებულებაში გამოყენებულ კონკრეტულ აღჭურვილობასთან ან პროცესებთან (30.5%), - ასეთია ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის შედეგები.  შემდეგ მოდის, ჯგუფური მუშაობის უნარების ნაკლებობა (16%), ახალი ინფორმაციებისა და უნარების შეძენის ნიჭისა (13.2%) და გამოთვლის, წაკითხვის, მონაცემებისა და ცხრილების გამოყენების უნარების (9.6%) ნაკლებობა.

თბილისში ძირითად პრობლემებს წარმოადგენს გამოთვლის, წაკითხვის და მონაცემებისა და ცხრილების გამოყენებისა (85%) და ახალი ინფორმაციების/უნარების შეძენის (83%) ნაკლებობა, ხოლო სხვა დანარჩენ საქართველოში ყველაზე პრობლემურად დასახელდა გადაწყვეტილების მიღებისა (47%) და პრობლემის მოგვარების უნარების (41%) ნაკლებობა.

აპლიკანტთა უნარების ნაკლებობა პროფესიული ჯგუფების მიხედვით:

სპეციალისტ-პროფესიონალებს სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და ჯანდაცვის (გამოკითხულთა 6.5%), განათლების (2.4%) და კომერციული საქმიანობის (3.8%) სფეროში უმრავლესობას ძირითადად პრობლემები აქვთ ჯგუფური მუშაობის უნარებთან მიმართებით;

 ფიზიკის, მათემატიკისა და საინჟინრო მეცნიერებების სპეციალისტ-პროფესიონალები (1.5%) განიცდიან ICT უნარების ნაკლებობას;

ინდივიდუალური მომსახურებისა და დაცვის სამსახურის მუშაკებსა და მოდელებს (2.8%), გამყიდველებსა და საქონლის დემონსტრატორებს (13.7%) აქვთ ტექნიკური უნარ-ჩვევების ნაკლებობა;

კვების პროდუქტების მწარმოებელი და მონათესავე პროფესიების მუშაკები განიცდიან როგორც ტექნიკური უნარ-ჩვევების (13.7%), ასევე ახალი ინფორმაციებისა და უნარების შეძენის ნაკლებობას (10.7%);

კლიენტების ინფორმირებით დაკავებული სფეროს წარმომადგენლების უმრავლესობას აქვს გამოთვლის, წაკითხვის, მონაცემებისა და ცხრილების გამოყენებისა და ინფორმაციის გაცნობის, გაანალიზებისა და გადმოცემის უნარების ნაკლებობა (2.8%).

კვლევამ ცხადყო, რომ დამსაქმებლები არ არიან აქტიურად ჩართულები სამუშაო ძალის განვითარების კუთხით. კერძოდ, გამოკითხული საწარმოების მხოლოდ 5%-ს (4,762 საწარმო) აქვს ბოლო 12 თვის განმავლობაში ტრენინგებში მონაწილება მიღებული (ტრენინგებში ყველაზე აქტიურად მონაწილეობენ ვაჭრობის (22%), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (14%), ჯანდაცვისა (10%) და ტრანსპორტის (9%) სფეროს წარმომადგენლები), აქედან, საწარმოთა 71.3%- ს თვითონ აქვს ტრეინინგი ჩატარებული, ხოლო 55% თავად საწარმოთა მიერ დაფინანსდა.

ჩვენ გირჩევთ

რეგიონის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკები

კადრები, რომლებსაც ქართველი დამსაქმებლები ყველაზე ხშირად ეძებენ

რეგიონის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკები

რეგიონის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკები

სამუშაო უნარები დასაქმება ტექნიკური უნარ-ჩვევები კვლევა

წინა სტატია

მარტში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 0.4 პროცენტით გაიაფდა
03 აპრილი, 2018

შემდეგი სტატია

"ქართული ლუდის კომპანია" 20 მლნ ლარის ბონდებს გამოუშვებს
03 აპრილი, 2018
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა