ვალუტები, რომლებიც ბოლო 5 წელში დოლარის მიმართ ყველაზე მეტად გაუფასურდა

ვალუტები, რომლებიც ბოლო 5 წელში დოლარის მიმართ ყველაზე მეტად გაუფასურდა

ქართულმა ლარმა დოლარის მიმართ მკვეთრი გაუფასურება 2014 წელს დაიწყო. მაშინ ერთი დოლარის ღირებულება საშუალოდ 1.7 ლარს შეადგენდა. ამავე პერიოდში დოლარის მიმართ შესუსტდნენ რეგიონის სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებიც. ბოლო 5 წლის პერიოდში, ყველაზე მეტად დოალრის მიმართ თურქული ლირა გაუფასურდა. მხოლოდ 2018 წელს თურქული ლირა დოლარის მიმართ 40%-ზე მეტად გაუფასურდა. ამ მაჩვენებლით კი ლირა გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ვალუტა გახდა აშშ დოლარის მიმართ. 

საკუთარი ღირებულების 16%-ზე მეტი დაკარგა გასულ წელს რუსულმა რუბლმა. 2014 წლის შემდეგ კი ის დოლარის მიმართ 45%-ზე მეტად გაუფასურდა.

გასულ წელს 11%-ზე მეტად გაუფასურდა ყაზახური ტენგე, რაც მსოფლიოს სხვა ვალუტებთან შედარებით, ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი ტენგემ დოლარის მიმართ ღირებულების 52%-ზე მეტი დაკარგა. 

რეგიონის ვალუტებს შორის, 2014-2018 წლების პერიოდში, დოლარის მიმართ ყველაზე “ძლიერი” სომხური დრამი აღმოჩნდა, რომელიც ჯამში 16%-ით გაუფასურდა. 

2014 წლის 30 აგვისტოდან 2019 წლის 30 იანვრამდე პერიოდში რეგიონის ვალუტები დოლარის მიმართ შემდეგნაირად გაუფასურდნენ: 

  • სომხური დრამი – 16.4% 
  • მოლდოვური ლეი – 18.7% 
  • ქართული ლარი – 34.7% 
  • რუსული რუბლი – 45.3% 
  • ბელარუსული რუბლი – 52% 
  • ყაზახური ტენგე – 52.1% 
  • აზერბაიჯანული მანათი – 53.9% 
  • უკრაინული გრინვა – 55.5%
  • თურქული ლირა – 59.2%

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *