სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2%-მდე შეამცირა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 2%-მდე შეამცირა. ფონდის ინფორმაციით, 2015 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3.5%-ით გაიზრდება, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა 2.4%-ით, ხოლო განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა 4.3%-ით.

2014 წელს 4.8%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო 151 განვითარებად ქვეყანას შორის 52-ე იყო, ხოლო 2015 წლის პროგნოზის (2%) მიხედვით 115-ე პოზიციას იკავებს.

2014 წელს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი ეთიოპიაში (10.3%) და თურქმენეთში (10.3%) დაფიქსირდა. ყველაზე მეტად კი ლიბიის (-24%) და უკრაინის (-6.8%) ეკონომიკა შემცირდა.

სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2015 წელს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი პაპუა ახალ გვინეაში (19.3%), კონგოს დემოკრატიულ რესუბლიკაში (9.2%) და თურქმენეთში (9%) იქნება. უკრაინის ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდება, ხოლო რუსეთის 3.8%-ით.

წინა სტატია

თბილისში საფინანსო ინოვაციების ფორუმი იმართება
14 აპრილი, 2015

შემდეგი სტატია

Deehubs. საქართველოში ჩასახული სოცქსელის “ვარსკვლავური ომები”
15 აპრილი, 2015
NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა