Ryanair–ი Google–ს და eDreams–ს სასამართლოში უჩივის

ირლანდიური საბიუჯეტო ავიაგადამზიდავი Ryanair–ი Google–ს და eDreams–ს სასამართლოში უჩივის. ავიაკომპანია მათ არაკეთილსინდისიერ რეკლამაში ადანაშაულებს.

Ryanair–ის უფლებადამცველთა მტკიცებით, საძიებო სისტემა eDreams–ს  საშუალებას აძლევს  ტურების უკანონო ონლაინ დაჯავშნები განხორციელდეს ყალბი დომენის გამოყენებით. მომჩივანი კომპანიის მტკიცებით, eDreams–ი Ryanair–ის ვებგვერდის  მსგავსი დიზაინის და კონტენტის დომენს იყენებს და ავიაბილეთებს რეალურთან შედარებით მაღალ ფასად ყიდის. მას შემდეგ რაც Google–მა და eDreams–მა  უარი თქვეს დამკვიდრებულ პრაქტიკა შეეცვალათ, ავიაკომპანიამ უზენაეს სასამართლოს მიმართა. eDreams–ში არ იზიარებენ ავიაკომპანიის პოზიციას, Google–ის წარმომადგენლებს კი კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

წინა სტატია

მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური კომპანიები
04 დეკემბერი, 2015

შემდეგი სტატია

ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი 106.4 მილიონი ლარით გაიზარდა
07 დეკემბერი, 2015
საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები
რეიტინგი | მაი, 28, 2019
ლევან შავკაციშვილი TBC-ის გუნდს შეუერთდა
ინტერვიუ | ივნ, 12, 2019
აფრიკის კონტინენტის 11 ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა
მსოფლიო | მაი, 27, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა