10 კომპანია, რომელშიც 2019 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი FDI განხორციელდა

10 კომპანია, რომელშიც 2019 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი FDI განხორციელდა

ირლანდიიდან საქართველოში 133 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც სავარაუდოდ ირლანდიური Paddy Power Betfair-ის მიერ „აჭარაბეთის“ შესყიდვას უკავშირდება

სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის I კვარტალში 281.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 6.3 პროცენტით ნაკლებია.

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა წლის პირველ კვარტალში ირლანდია იყო. სწორედ ირლანდიაზე მოდის მთლიანი FDI-ის 47.4%, მეორე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 15.1 პროცენტით, ხოლო მესამეზე აშშ – 8.0 პროცენტით.

slide40

რაც შეეხება კომპანიებს, რომლებშიც 2019 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი FDI განხორციელდა, სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო

  • შპს მაგთიკომი

  • შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი

  • სს RMG Copper

  • სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური

  • შპს ტოიოტა კავკასია

  • შპს აი-ბი-ჯი ჰოლდინგ

  • შპს სითი ლოფთი

  • შპს სითი ლოფთი

  • შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი

  • BP ჯგუფი

საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით, ამასთან საქსტატი არ გასცემს ინფორმაციას თუ კონკრეტულად რა მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა აღნიშნულ კომპანიებში საანგარიშო პერიოდში.

წლის პირველ კვარტალში ირლანდიიდან 133 მლნ დოლარის ინვესტიციის შემოსვლა  კი სავარაუდოდ კომპანია adjarabet –ის წილის გასხვისებას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ Adjarabet-ის 51%-იანი წილი ირალნდიურმა Paddy Power Betfair-მა შეიძინა. გარიგების ღირებულებად კი 116 მლნ ევრო სახელდებოდა. Adjarabet-ის მფლობელი კომპანიის შპს სითი ლოფტის 100%–იანი წილის მფლობელი კი ბიზნესმენი თემურ უგულავაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *