15 აგვისტოს Black Sea Arena ამერიკულ როკბენდ The Killers-ს უმასპინძლებს

15 აგვისტოს Black Sea Arena ამერიკულ როკბენდ The Killers-ს უმასპინძლებს

15 აგვისტოს Black Sea Arena კამპანიის „Starring Georgia-ს“ ფარგლებში ამერიკულ როკბენდს, The Killers-ს უმასპინძლებს. ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი თიბისია. ბილეთები Black Sea Arena-ს ოფიციალურ ვებგვერდზე – BSA.ge-ზე იყიდება.

80-იანი წლების სინთპოპისა და ალტერნატიული როკმუსიკის გავლენით, The Killers-მა გლობალური აღიარება სადებიუტო ნამუშევრებითვე მოიპოვა. ლას-ვეგასში დაფუძნებული ბენდი უკვე 20 წელზე მეტია, მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ფორუმებისა და ფესტივალების სტუმარია.

დღესდღეობით, The Killers-ი თავის მუსიკალურ მემკვიდრეობას აქტუალურად ინარჩუნებს და ახალ მსმენელს უზიარებს, რის გამოც, მათ მიმართ ინტერესი არ ნელდება. ბენდი საქართველოს პირველად „Starring Georgia-ს“ ფარგლებში ეწვევა და მსმენელს 20-წლიანი მუსიკალური კარიერის საუკეთესო კომპოზიციებს გაუზიარებს.

14 აგვისტოს 15:00 საათიდან The Killers-ის ბილეთების შეძენა უკვე Black Sea Arena-ს სალაროში იქნება შესაძლებელი. თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება. S