2020 წელს საქართველოს საგარეო ვალი 1.7 მილიარდი დოლარით გაიზარდა

2020 წელს საქართველოს საგარეო ვალი 1.7 მილიარდი დოლარით გაიზარდა

2020 წელს საქართველოს საგარეო ვალი 1.7 მლნ დოლარით გაიზარდა და 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 20.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელმა, რაც ვალის ტვირთის გამომხატველია, 128% შეადგინა. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი მშპ-ის მიმართ 106% იყო.

ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის ვალებს. 2020 წელს მთავრობის საგარეო ვალი 1.7 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ეროვნული ბანკის ვალი 134 მლნ დოლარით გაიზარდა. 95 მლნ დოლარით შემცირდა კომერციული ბანკების საგარეო ვალი. 64 მლნ დოლარით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით არსებული კომპანიათაშორისი სესხები.

 საქართველოს საგარეო ვალი, მლნ აშშ დოლარში

31.12.201931.12.2020ზრდა/კლება
სამთავრობო სექტორი5,7267,4281,702
ეროვნული ბანკი450583134
ბანკები4,4974,402-95
პირდაპირი ინვესტიციები:
კომპანიათაშორისი სესხები
3,3093,244-64
სხვა სექტორები4,6514,630-22
მთლიანი საგარეო ვალი18,63320,2881,655

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *