2020 წლიდან WhatsApp-ი მილიონობით სმარტფონზე შეიძლება უფუნქციო გახდეს

2020 წლიდან WhatsApp-ი მილიონობით სმარტფონზე შეიძლება უფუნქციო გახდეს

WhatsApp-ის მესენჯერი შეიძლება უფუნქციო გახდეს მილიონობით სმარტფონზე 2020 წლიდან, აღნიშნული შეფერხების გამომწვევ მიზეზად მოძველებული iPhone-ები, ვადაგასული Android-ის და Windows Mobile-ის ოპერაციული სისტემები სახელდება. აღნიშნულის შესახებ Daily Mail-ი იუწყება.

WhatsApp-ი ფუნქციონირებას Windows Mobile-ის ტელეფონებზე 2019 წლის 31 დეკემბრის შემდეგ შეწყვეტს, ხოლო Android 2.3.7 და iPhone iOS 8 – თებერვლიდან.

Facebook-ზე დაფუძნებული კომპანია აცხადებს, რომ კომპანია ფოკუსირებულია “იმ მობილურ პლატფორმებზე, რომელსაც ხალხის უმრავლესობა იყენებს”.

კომპანიამ ადრე აღნიშნა, რომ Android 2.3.7 და iOS 7-ის მომხმარებელთათვის მალე გახდება შეუძლებელი ახალი ექაუნთების შექმნა. გარდა ამისა, სხვა პროგრამებმაც შეიძლება შეწყვიტოს ფუნქციონირება ზემოთ აღნიშნული ოპერაციული სისტემების ქონის შემთხვევაში.

წყარო: Daily Mail

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *