2021 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ორჯერ გაიზარდა

2021 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ორჯერ გაიზარდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში 1 153 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2-ჯერ (581 მლნ დოლარით) მეტია 2020 წლის მონაცემებზე. თუმცა პანდემიამდელ, 2019 წლის მონაცემს 183 მლნ დოლარით ჩამორჩება.

ცალკე აღებულ 2021 წლის მეოთხე კვარტალში, 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, 545 მლნ დოლარით გაიზარდა და 411 მლნ დოლარი შეადგინა.  გასული წლის მეოთხე კვარტალში ინვესტიციები ზრდის ნაცვლად 134 მლნ დოლარით შემცირდა.

2021 წლის ინვესტიციებში ყველაზე დიდი წილი – 761 მლნ დოლარი – რეინვესტიციაზე მოდის. ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ გაერთიანებული სამეფო (597 მლნ დოლარი), ნიდერლანდები (126 მლნ დოლარი) და ჩეხეთი (82 მლნ დოლარი).

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო სექტორში (443 მლნ დოლარი), გართობა-დასვენებაში (231 მლნ დოლარი), ენერგეტიკაში (157 მლნ დოლარი) და დამმუშავებელ მრეწველობაში (143 მლნ დოლარი).

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, მლნ დოლარი

მონაცემთა წყარო: საქსტატი
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *