2021 წლის 10 უმდიდრესი ქალი მსოფლიოში

2021 წლის 10 უმდიდრესი ქალი მსოფლიოში

Wealth-X-ის ბოლო კვლევის მიხედვით, მსოფლიოში მილიარდერების 11.9% ქალია. Forbes-ის მილიარდერების რეიტინგის მიხედვით, Wealth-X-მა უმდიდრესი ქალების ქონება შეისწავლა.

უმდიდრესი ქალი ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერსი და მისი ოჯახია, რომელიც L’Oréal-ში 33%-იან წილს ფლობს. 2019 წლის აპრილში L’Oréal-მა და ბეტანკურ-მეიერსმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაციისთვის $226 მილიონი გაიღო.

ფრანგ მილიარდერ ქალს რეიტინგში მოჰყვება Walmart-ის იმპერიის მფლობელი ალის უოტონი და მისი ოჯახი. ის ძმებთან ერთად Walmart-ში აქციების 50%-ზე მეტს ფლობს. ცნობისთვის, Walmart-ის შემოსავალი 2020 წელს $524 მილიარდი იყო.

სამეულს ასრულებს ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე მაკენზი სკოტი, რომელიც Amazon-ის დაარსების პირველივე დღიდან მის განვითარებაში იყო ჩართული. ის კომპანიაში განქორწინების შემდეგ $38.3 მილიარდის აქციებს ფლობს. მაკენზი სკოტს საკმაოდ ალტრუისტული მიდგომა აქვს ქონებასთან დაკავშირებით. 2020 წელს მან $5.8 მილიარდის ოდენობის ქონება გასცა კლიმატურ ცვლილებებთან და რასობრივ დისკრიმინაციასთან ბრძოლის წინააღმდეგ.

აზიაში კი ყველაზე მდიდარი ქალი ჩინელი იან ჰუეიანია, ის აზიის უმდიდრესი ქალი მას შემდეგ გახდა, რაც მემკვიდრეობით დეველოპერული კომპანია Country Garden Holdings-ის 70%-იანი წილი მიიღო.

 უმდიდრესი ქალების პირველი ათეული ასე გამოიყურება:

– ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერსი – $71.4 მლრდ – L’Oréal (საფრანგეთი)

– ალის უოლტონი – $68.0 მლრდ – Walmart (აშშ)

– მაკკენზი სკოტი – $54.9 მლრდ – Amazon (აშშ)

– ჯულია კოხი და მისი ოჯახი – $44.9 მლრდ – Koch Industries (აშშ)

– იან ჰუეიანი და მისი ოჯახი – $31.4 მლრდ – Country Garden Holdings (ჩინეთი)

– ჟაკლინ მარსი – $28.9 მლრდ – Mars (აშშ)

– სუზან კლატენი – $25.8 მლრდ – BMW (გერმანია)

– ჩჟუნ ჰუეიცზიუანი – $23.5 მლრდ – Hansoh Pharmaceutical (ჩინეთი)

– ლოურენ პაუელ ჯობსი და მისი ოჯახი – $22.1 მლრდ – Apple (აშშ)

– ირის ფონტბონა და მისი ოჯახი – $21.0 მლრდ – Antofagasta Plc (ჩილე).