2023 წლიდან ლატვია რუსულ გაზს აღარ შეისყიდის

2023 წლიდან ლატვია რუსულ გაზს აღარ შეისყიდის

2023 წლის 1-ელი იანვრიდან ლატვია რუსულ გაზს აღარ შეისყიდის, – გადაწყვეტილება საზოგადოებას ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა, იანის ვიტენბერგსმა გააცნო. მინისტრის თქმით, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელიც ლატვიის ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით ლატვიის მთავრობა პარლამენტს უახლოეს პერიოდში მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ლატვია ფინეთსა და ესტონეთს უნდა მოელაპარაკოს, რათა ქვეყანაში გაზის ტერმინალის მშენებლობის პარალელურად, დამატებით ბუნებრივი აირი ესტონეთის ქალაქ პალდისკიში მდებარე ტერმინალიდან მიიღოს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებმაც მიიღეს – 2 აპრილს ლიეტუვა გახდა პირველი ევროპული სახელმწიფო, რომელმაც რუსული გაზის შესყიდვაზე უარი განაცხადა, ხოლო მოგვიანებით მას ესტონეთიც შეუერთდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *