ელექტროკაბელი, CfD-მექანიზმი და უცხოური გავლენის აგენტები | ინტერვიუ სებასტიან მოლინეუსთან

ელექტროკაბელი, CfD-მექანიზმი და უცხოური გავლენის აგენტები | ინტერვიუ სებასტიან მოლინეუსთან

მსოფლიო ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო პარტნიორია, რომლის ფინანსური დახმარებით და ექსპერტული ცოდნით დამოუკიდებელ საქართველოში მრავალი მილიარდი დოლარის ღირებულების მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მხოლოდ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, საუბარია 2018-დან 2022 წლამდე პერიოდზე, მსოფლიო ბანკმა საქართველოს $1.2 მილიარდზე მეტი მოცულობის ფინანსური რესურსი გამოუყო. ამასთან, ვაშინგტონში ბაზირებული ორგანიზაცია საქართველოს შრომის ბაზრის, ადამიანური კაპიტალისა და ქვეყნის მწვანე ეკონომიკის განვითარებაზეც ზრუნავს.

რა ეტაპზეა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რამდენად კარგ სქემას წარმოადგენს CfD-მექანიზმი და რას ფიქრობს მსოფლიო ბანკი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე – ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსთან მიმოვიხილეთ.

ბატონო სებასტიან, რა ეტაპზეა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას, ე.წ. „ფიზიბილითის“ მსოფლიო ბანკი ახორციელებს? კვლევის შედეგები როდის გასაჯაროვდება?

ამჟამად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას”შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელისა და ინტერნეტის კაბელის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებაში ვეხმარებით – ეს კაბელი, რუმინეთის გავლით, საქართველოს ევროპასთან დააკავშირებს. ამ კაბელის პოტენციალით აღფრთოვანებულები ვართ, რადგან მას კიბერუსაფრთხოების და, რაც მთავარია, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლია როგორც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისთვის, რადგან იმედი გვაქვს, რომ მონაწილეობას აზერბაიჯანი და სომხეთიც მიიღებენ, ასევე ევროპისთვის, რომელსაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ენერგეტიკასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. ეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, ყველაზე გვიან, წლის ბოლოს დასრულდება, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ შუალედური შედეგების გასაჯაროებას ზაფხულში შევძლებთ.

რა უნდა ქნას საქართველომ, რომ მხოლოდ გამტარ სახელმწიფოდ არ დარჩეს და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის მეშვეობით საკუთარი ელექტროენერგია ექსპორტზე გაიტანოს? ამ მხრივ, სასარგებლოა თუ არა მთავრობის მიერ რამდენიმე თვის წინ შემოთავაზებული მხარდამჭერი სქემა, ე.წ. „CfD-მექანიზმი“?

განახლებადი ენერგიის ტრანსმისია განტოლების მხოლოდ ერთი ნაწილია, ხოლო მეორე – ენერგიის გენერაციაა.მოხარული ვარ, რომ საქართველო ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის მხარდამჭერი მექანიზმისა და აუქციონის შემოღებით, რომელიც საქართველოს კერძო სექტორისგან ამ ინდუსტრიაში ინვესტიციების მოზიდვის და ჰიდროენერგიის, ქარისა და მზის ენერგიის პოტენციალის განვითარების შესაძლებლობას მისცემს. კანონებისა და რეგულაციების დამატებითი ცვლილებები, ცხადია, მაინც იქნება საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი პროგრესიც კარგია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფა იმისა, რომ საქართველო სრულად თანხვდენილი იყოს  ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან, რათა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელით ევროპაში განახლებადი ელექტროენერგიის ექსპორტით სრული სარგებელი მიიღოს.

ბატონო სებასტიან, ვერაფრით გავექცევით საქართველოში ბოლო დროს მომხდარ მოვლენებს, რომლებიც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონებს და მათ გაწვევას ეხება. თქვენი შეფასებით, როგორ აისახება ეს შემთხვევა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე?

საქართველოსი მჯერა, ამას ხაზი მინდა გავუსვა. მსოფლიო ბანკი, როგორც ორგანიზაცია და მე პირადად, საქართველოს დიდი ხნის პარტნიორები ვართ. ადრეული 90-იანი წლებიდან დღემდე, რთულ დროს საქართველომ დიდი ტრანსფორმაცია განიცადა და დაბალშემოსავლიანი სახელმწიფოდან საშუალოზე მაღალშემოსავლიან სახელმწიფოდ გადაიქცა. მსოფლიოში საქართველო ცნობილი იყო, როგორც წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა, რომელსაც შესანიშნავი რეპუტაცია ჰქონდა, რითაც ქვეყანამ დიდი მოცულობით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოიზიდა. ამის ფონზე, გული მტკივა, როცა ვხედავ იმ უარყოფით გამოხმაურებას, რომელსაც საქართველო გლობალურად იღებს. ამავდროულად, მახარებს ადგილობრივი გამოხმაურება როგორც საზოგადოების, ასევე ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც უცხოური აგენტების შესახებ კანონი გამოიხმო. მჯერა, რომ ახლა ყველას ინტერესში შედის მომავალზე ფიქრი და იმ შესაძლებლობების გამოყენება, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატობას თან ახლავს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია რეფორმების გაგრძელება და ამ გზაზე მსოფლიო ბანკი კვლავაც იქნება საქართველოს მდგრადი პარტნიორი.

ბოლო დღეებში ამ კითხვას მეწარმეებს, ანტრეპრენიორებსა და დიპლომატებს ვუსვამთ და მინდა, ის თქვენც გკითხოთ: რას მოუტანს ევროპასთან ინტეგრაცია ქართულ ბიზნესს?

ვფიქრობ, ნებისმიერ ქვეყანას სურს, რაც შეიძლება მეტ ბაზართან ჰქონდეს წვდომა. ევროპული ბაზარი ძალიან დიდი ბაზარია, რომელსაც ასევე დიდი პოტენციალი აქვს როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მიმართულებით. საქართველომ ევროპული ბაზრით რომ იხეიროს, თავადაც კონკურენტუნარიანი უნდა იყოს და პროდუქტებიც ასეთი უნდა აწარმოოს. ამ მიმართულებით, საინვესტიციო კლიმატის გაჯანსაღებაზე ორიენტირებულ მუშაობას ვაგრძელებთ, რომელიც წლების წინ დავიწყეთ. ჩვენი პარტნიორები „საერთაშორისო ფინანსური კორპორაციიდან” კომპანიების მხარდაჭერას აგრძელებენ. საბოლოო ჯამში, მჯერა, რომ საქართველოს ევროპულ ბაზარზე ექსპორტის გაზრდა შეუძლია, რაც გაზრდის კომპანიების პროდუქტიულობას და, თავის წილ, დადებითად აისახება კომპანიების ზრდაზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სიღარიბის შემცირებაზე. აი, ამიტომაც ვუცხადებთ დიდ მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციას.

ბატონო სებასტიან, ეს-ესაა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი გამოაქვეყნა – გასულ წელს ამ მაჩვენებელმა $2 მილიარდს მიაღწია, რაც, წლიდან წლამდე, 61%-იანი ზრდას წარმოადგენს. რას მიაწერთ ამ შედეგს?

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელი მისასალმებელია. პანდემიამდე, FDI-ის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან 8-დან 8.5%-მდე შუალედში მერყეობდა, რაც გაცილებით აღემატება ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მაჩვენებლებს, სადაც ის, ამავე პერიოდში, მშპ-ის 3.5% უდრიდა. საქართველოს კარგი შედეგი აქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ის სიმდიდრის გაზრდაზე უფრო იყო მიმართული, ვიდრე პროდუქტიულობის გაზრდაზე. ახლა საქართველოს ამ ტრენდის შეცვლის შესაძლებლობა აქვს, ვგულისხმობ პროდუქტიულობისა და უნარ-ჩვევების საკითხებს. მჯერა, რომ გაცილებით მეტი შეიძლება გაკეთდეს როგორც FDI-ის ამ დონის შესანარჩუნებლად, ასევე მის გასაზრდელად, მით უფრო იმ შემთხვევაში, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს და ევროპასთან მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს.

დატოვე კომენტარი

10 კომენტარი

  1. Woah! I’m really digging the template/theme of this blog. It’s simple, yet effective. A lot of times it’s very difficult to get that “perfect balance” between usability and visual appeal. I must say you have done a superb job with this. Also, the blog loads extremely quick for me on Internet explorer. Excellent Blog!

  2. That is the best blog for anyone who wants to find out about this topic. You understand so much its virtually laborious to argue with you (not that I actually would want…HaHa). You positively put a brand new spin on a subject thats been written about for years. Nice stuff, just nice!

  3. hello there and thanks on your information – I have certainly picked up anything new from proper here. I did however expertise several technical points using this website, since I skilled to reload the site lots of times previous to I may just get it to load properly. I were wondering in case your hosting is OK? Not that I’m complaining, but slow loading circumstances instances will sometimes affect your placement in google and could injury your high quality ranking if advertising and ***********|advertising|advertising|advertising and *********** with Adwords. Well I’m adding this RSS to my email and could look out for a lot more of your respective interesting content. Make sure you update this once more very soon..

  4. I loved as much as you’ll receive carried out right here. The sketch is attractive, your authored subject matter stylish. nonetheless, you command get got an nervousness over that you wish be delivering the following. unwell unquestionably come further formerly again as exactly the same nearly very often inside case you shield this hike.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *