2023 წლის 30-წლამდელთა სია | 30 Under 30

2023 წლის 30-წლამდელთა სია | 30 Under 30

Forbes Georgia პროექტ 30 UNDER 30-ის ფარგლებში საქართველოში 30 წლამდე ასაკის ლიდერები უკვე მეხუთედ შეარჩია. 2023 წლის სიაში ახალგაზრდებმა ადგილი თავიანთი მიღწევების, რეპუტაციის, ლიდერობის უნარებისა და საკუთარ დარგში წარმატების პოტენციალის საფუძველზე დაიკავეს.

Forbes-ის 30-წლამდელთა სიის მიზანია, გამოავლინოს ნიჭიერი და უნიკალური ხედვის მქონე ახალგაზრდა ლიდერები, რომლებიც წარუშლელ კვალს ტოვებენ საქართველოში. ისინი წარმოგვიდგენენ მიღწევებისა და ძალისხმევის მრავალფეროვან დიაპაზონს, რაც მედეგობითა და წარმატებული საქმიანობით მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სხვადასხვა სფეროზე.

სიის რჩეულ ახალგაზრდებს ერთი რამ აერთიანებთ – მათ ენთუზიაზმსა და გამორჩეულ ხედვას არა მხოლოდ ინდივიდუალური მოგება მოაქვს, არამედ საზოგადოების წინსვლასაც ემსახურება.

მიმდინარე წელს 30 Under 30-ზე 400-ზე მეტი აპლიკაცია დარეგისტრირდა. აპლიკაციების შეფასების შემდეგ, Forbes Georgia-ს სარედაქციო ჯგუფმა თითოეული კატეგორიისთვის  მოკლე სია  შეადგინა. დამოუკიდებელი ჟიურის დახმარებითა და Forbes-ის გლობალური მეთოდოლოგიის შესაბამისად, მოკლე სიებიდან 37 ახალგაზრდა ლიდერი შემდეგ 7 კატეგორიაშია იქნა შერჩეული:

კულტურისა და სტილის კატეგორია აერთიანებს მუსიკას, ფერწერას, ლიტერატურას, თეატრს, კინოს, არქიტექტურას, დიზაინს, მოდასა და გართობას. კატეგორიის ჟიურიში წელს გავაერთიანეთ სხვადასხვა დარგში აღიარებული პროფესიონალები – სწორედ მათ შეარჩიეს ახალგაზრდა კოლეგები, ვინც უკვე თუ არა, ძალიან მალე იმავე მასშტაბის წარმატების პოტენციალს წარმოაჩენს.

  • ლიზა ჩხაიძე — მუსიკოსი, Berklee College of Music
  • ანუშკა ჩხეიძე — მუსიკოსი, კომპოზიტორი, University of Arts Utrecht
  • სანდრო გეგეჭკორი — პიანისტი, Concept Art
  • ბექა ჩოკოშვილი — ფოტოგრაფი
  • რევაზ-გიორგი არველაძე — რეჟისორი, მწერალი, ვიდეორედაქტორი, Rophaki Studio-ს დამფუძნებელი

ჟიური: ლევან სონღულაშვილი, თეონა ჯორბენაძე, ქეთი ჩხიკვაძე, ტატო ახალკაციშვილი, ირინა პოპიაშვილი

მედიისა და მარკეტინგის კატეგორიის აპლიკაციები კომუნიკაციების, მარკეტინგისა და მედიის პროფესიონალებმა შეაფასეს. სწორედ მათი დახმარებით გამოვავლინეთ ინდუსტრიის ის ახალგაზრდა ლიდერები, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარე ტრენდებს ეხმიანებიან და საქართველოში შესაფერისი სტანდარტების შექმნაში მონაწილეობენ.

  • გიორგი იმერლიშვილი – ჯგუფის ბრენდ მენეჯერი, GD ALCO
  • მარიამ კარკალაია – მარკეტინგის დირექტორი, TEGETA HOLDING
  • ნინუცა ოქროპირიძე – კონტენტის მიმართულების უფროსი, საქართველოს ბანკი
  • ელლა კამლაძე – Business Development Associate, Visa Inc.
  • ჯუბა გრიგოლია – Chief Development Officer, Setanta Sports, Eurasian Broadcasting Enterprises Limited

ჟიური: ლინდა პერეირა, ნინო ეგაძე, მარინა ვაშაყმაძე, თინა სტამბოლიშვილი, ოსმან თურანი

Forbes-ის დაჯილდოება წარმოუდგენელია ტექნოლოგიების კატეგორიის გარეშე. ფინტექი, გეიმინგი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტექ-სტარტაპები  – წელს ამ კატეგორიის გამარჯვებულები წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიებისა თუ პროდუქტების ავტორებმა და სტარტაპეკოსისტემის განვითარების გულმხურვალე მხარდამჭერებმა გამოავლინეს.

  • ვახტანგ გელაშვილი — თანადამფუძნებელი, PAYZE
  • მარიამ გიორგობიანი — COO, Arena Games
  • მარიამ ლეკვეიშვილი — საოპერაციო დირექტორი, Theneo
  • ლუკა ლებანიძე — Head of Game Audio, POSTRED
  • ნაკო ედიშერაშვილი — თანადამფუძნებელი, Lawformer

ჟიური: ქეით ბუნინა, გივი სართანია, ავთანდილ კასრაძე, რუსკა ქურდოვანიძე

მეცნიერების როლი საზოგადოებრივ განვითარებაში მუდმივად მზარდია. ისინი ცდილობენ, სამყაროში გაჩენილ ყველა კითხვას უპასუხონ და კაცობრიობას ახალი ცოდნა დაუქვემდებარონ – სწორედ მაღალი სამეცნიერო პოტენციალის მქონე ახალგაზრდების გამოვლენაზე იყო წელს კატეგორიის ჟიური ორიენტირებული.

  • ანა ანთელავა, PhD — მეცნიერი, ინჟინერი, Novel Polymer Technologies, TWI Ltd
  • ნიკა გვაზავა, MD — დოქტორანტი, მეცნიერი, Lund Stem Cell Center, Faculty of Medicine, Lund University
  • ნათია გამყრელიძე, PhD — მეცნიერი, Department of Political Science, Linnaeus University; Department of Global Political Studies, Malmö University
  • ნინო გოზალიშვილი — მკვლევარი, Nationalism Studies Program, Central European University (CEU)
  • ლერი ხუფენია — მკვლევარი, Political Sciences, Columbia University in the City of New York

ჟიური: სოსო ბერიკაშვილი, რატი ღოლიჯაშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, ნინო ენუქიძე, ნანა დიხამინჯია

ანტრეპრენიორებისა და მეწარმეების კერძო ინიციატივას, ენთუზიაზმსა და გამორჩეულ ხედვას არა მხოლოდ ინდივიდუალური მოგება მოაქვს, არამედ საზოგადოების წინსვლასაც ემსახურება. აღნიშნული კატეგორიის გამარჯვებულების გამოვლენა წარმატებულ მეწარმეებს, ანტრეპრენიორებსა და გამორჩეულ ბიზნესებს მივანდეთ.

  • ალექსანდრე ჩხაიძე — თანადამფუძნებელი, VAULT
  • ირაკლი ელიაშვილი — თანადამფუძნებელი, VAULT
  • მარიკა ხანთაძე — თანადამფუძნებელი, Roommate Georgia, Mellow Morning
  • თაკო გამყრელიძე — თანადამფუძნებელი, Roommate Georgia
  • შოთა მიქაია — დამფუძნებელი, CROSTY
  • ალექსანდრე ჩუბინიძე — დამფუძნებელი, Elven Technologies
  • რევაზ ღოღობერიძე — დამფუძნებელი, Gamosavali

ჟიური: მიხეილ ხიდურელი, ნენსი ჯი ალენი, კრეიგ კრამერი, ვანო ნაკაიძე, ზაზა ფაჩულია

ფინანსების კატეგორიაში წარმოვაჩენთ იმ ახალგაზრდებს, რომელთა საქმიანობაც ორიენტირებულია როგორც ტრადიციული საფინანსო ინსტრუმენტების, ისე ციფრული და კრიპტოსერვისების განვითარებაზე. კატეგორიის ლიდერების შერჩევაში წელს საქართველოს წამყვანი საინვესტიციო და საბანკო ინსტიტუტების ხელმძღვანელები დაგვეხმარნენ.

  • დავით ხარატიშვილი – თანადამფუძნებელი, Investment Ark
  • ხვიჩა კოპინაძე — აღმასრულებელი დირექტორი, CRYPTAL
  • ედიშერ ურიათმყოფელი — სტრატეგიული ფინანსების ხელმძღვანელი, SAVii Singapore
  • ეთერ ხინჩაგიშვილი — ვიცე პრეზიდენტი, TBC Capital
  • ლუკა ლომსაძე — კრიპტო პროდუქტის დეველოპმენტისა და განვითარების უფროსი, eMoney / MyCoins

ჟიური: ოთარ შარიქაძე, ნიკა ქურდიანი, ალექსანდრე ძნელაძე

Forbes-ის რჩეულები ის ახალგაზრდები გახდნენ, ვინც გამოცემის რედაქტორების ყურადღება წარმატებისკენ სწრაფვის დიდი სურვილით მიიპყრო და ისეთ სტარტაპებს ან კორპორაციებს წარმოადგენენ, რომელთა გავლენაც ბიზნესსექტორზე მნიშვნელოვანია.

  • ოლეგ ნანაძე — General Counsel, Bitfury
  • ლია კარადურმუშ — დოქტორანტ-მკვლევარი, Forschungszentrum Jülich
  • ანა გვალია — C Level Executive, Georgia Capital
  • ნიკა ჩილინდრიშვილი — Chief Product Officer , TNET
  • მიშო ზღულაძე — თანადამფუძნებელი, Kernel

 

2023 წლის სიის წევრები საზოგადოებას Forbes-მა დღეს, 2 ივნისს წარუდგინა. აღნიშნული ინიციატივა კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიზნესგამოცემის ურყევ ხედვას, ვაღიაროთ და გავაძლიეროთ ახალგაზრდა ლიდერები, ვინც განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია თავის სფეროში. მათი მიღწევების აღიარებითა და მათ წარმატებაზე საუბრით, Forbes საქართველო მიზნად ისახავს, შთააგონოს ახალგაზრდები და გააძლიეროს ინოვაციისა და მუდმივი განვითარების კულტურა.

 

პროექტის მთავარი პარტნიორი  – თიბისი ბანკი

პროექტის პარტნიორი – Gulf Georgia

პროექტის ორგანიზატორი – კონსიერჟ თბილისი