საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18,633 ბავშვი შეადგინა, ხოლო გარდაიცვალა 22,265 ადამიანი.
წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -3,632 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (478) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (621).
ამავე პერიოდში დარეგისტრირდა ქორწინების 9,924 და განქორწინების 6,859 შემთხვევა.