ფოტო: aclu.org
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოში 44 319 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 2024 წელთან შედარებით 348-ით, ანუ 0.8%-ით მეტია.
გარდაცვალების მიზეზებს შორის ყველაზე დიდი წილი სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებზე მოდის – მათზე საერთო გარდაცვლილთა 37.7% შეადგინა. მეორე ადგილზე სიმსივნეებია, რომლებმაც გარდაცვალების შემთხვევების 15.5% განაპირობა.
ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გარდაცვალების მიზეზები მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაგალითად, 5 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევებია.
5-39 წლის ასაკობრივ ჯგუფში კი ყველაზე ხშირად გარდაცვალება ტრავმებს, მოწამვლებსა და სხვა გარეგანი მიზეზების ზემოქმედებას უკავშირდება, რაც ამ ასაკში უბედური შემთხვევების შედარებით მაღალი ალბათობით აიხსნება.
40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მთავარ მიზეზებად კვლავ სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები რჩება.









