2030 წლისთვის, Pfizer-ი mRNA-ვაქცინებიდან $10-$15 მილიარდის წლიურ შემოსავალს პროგნოზირებს

2030 წლისთვის, Pfizer-ი mRNA-ვაქცინებიდან $10-$15 მილიარდის წლიურ შემოსავალს პროგნოზირებს

Pfizer-ის განცხადებით, 2030 წლისთვის კომპანიის mRNA-ვაქცინების პორტფოლიოდან მიღებულმა წლიურმა შემოსავალმა შესაძლოა, $10-$15 მილიარდს მიაღწიოს. Pfizer-ის პროგნოზი კომპანიის მომავალთან დაკავშირებულ შიშებს შედარებით ამცირებს, რასაც ძირითადად COVID-ვაქცინებზე მოთხოვნის მკვეთრი კლება და პაციენტების დაკარგვა განაპირობებდა.

Pfizer-ის შემოსავალი წელს, სავარაუდოდ, $100 მილიარდამდე გაიზრდება, რაც ორჯერ მეტია პანდემიამდელ დონეზე. კომპანიის შემოსავალზე COVID-ვაქცინებსა და Paxlovid-ის აბებზე მაღალი მოთხოვნა აისახა. ნოემბერში Pfizer-მა COVID-ვაქცინების 2022 წლის გაყიდვების პროგნოზი $2 მილიარდით, $34 მილიარდამდე გაზარდა.

მიუხედავად ამისა, დიდი ალბათობით მომდევნო წლებში COVID-თან დაკავშირებული გაყიდვები მკვეთრად შემცირდება. COVID-ვაქცინების გარდა კი, 2025 წლის შემდეგ, კომპანია პატენტის დაცვის საფრთხეების წინაშეც დადგება ისეთი გაყიდვადი მედიკამენტებისთვის, როგორიცაა კიბოს სამკურნალო Ibrance-ი და ართრიტის წამალი Xeljanz-ი.

Pfizer-ის მთავარი კომერციული დირექტორის განცხადებით, პატენტების ვადის ამოწურვის გამო, კომპანია 2025-დან 2030 წლამდე დაახლოებით $17 მილიარდის დაკარგვას პროგნოზირებს. ანალიტიკოსების ვარაუდით კი, Pfizer-ის COVID-ვაქცინებიდან მიღებული შემოსავალი 2023 წელს მკვეთრად შემცირდება, ხოლო 2027 წლისთვის გერმანულ BioNTech-თან თანამშრომლობით შექმნილი ვაქცინის Comirnaty-ის გაყიდვები $6.7 მილიარდამდე იკლებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *