233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება

233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში 2300-ზე მეტი განთავსების ობიექტია. აქედან ყველაზე მეტი კი თბილისში ფიქსირდება – 457 ობიექტი.  

განთავსების ობიექტებიდან ყველაზე მეტი – 944 საოჯახო ტიპის სასტუმროა, 851 სასტუმრო, 396 კი სასტუმრო სახლი.

ამასთან, წლის დასაწყისიდან საქართველოში 105 სასტუმრო გაიხსნა, რომელთა ოთახების საერთო რაოდენობა 2772-ია, საწოლი ადგილების კი 5767.  

წლის დასაწყისიდან ყველაზე მეტი სასტუმრო თბილისში გაიხსნა. მათ შორისაა შემდეგი ბრენდული სასტუმროები: Tbilisi Park Hotel (ოთახების რაოდენობა 54), Best Western Tbilisi City Centre (ოთახების რაოდენობა 44), Ramada Encore (ოთახების რაოდენობა 152), Moxy by Marriott (ოთახების რაოდენობა 130), Bridge Boutique Hotel  (ოთახების რაოდენობა 32), Stamba (ოთახების რაოდენობა 205), Timber Boutique Hotel (ოთახების რაოდენობა 18).  

წლის დასაწყისიდან 2 ბრენდული სასტუმრო გაიხსნა ბათუმში: The Grand Gloria (ოთახების რაოდენობა 167), Best Western Premier Batumi  (ოთახების რაოდენობა 104). 

რაც შეეხება დაგეგმილ პროექტებს, საქართველოს მასშტაბით 233 სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს, რომლებიც 13 000-ზე მეტ ოთახს და 22 000-ზე მეტ საწოლ ადგილს გააერთიანებს.  

ყველაზე მეტი სასტუმროს – 66, მშენებლობა თბილისშია დაგეგმილი, მას მოსდევს აჭარა 37 მშენებარე პროექტით და კახეთი 24 მშენებარე პროექტით. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018-2019 წლებში საქართველოში შემდეგი ბრენდული სასტუმროების გახსნაა დაგეგმილი: 

Courtyard by Marriott – ბათუმი; სასტუმრო 150 ოთახს და 300 საწოლ ადგილს გააერთიანებს. პროექტს კომპანია “ალიანს ჯგუფი” ახორციელებს, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 80 მილიონი აშშ დოლარია. 

Swissotel – ბათუმი; სასტუმრო 186 ოთახს და 360 საწოლ ადგილს გააერთიანებს. 

Le Meridien – ბათუმი; სასტუმრო 110 ნომერს და 230 საწოლ ადგილს გააერთიანებს. კომპანია “რედკოს” პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 30 მლნ დოლარია. 

DAR BUILDING Ltd – ბათუმი; DAR BUILDING Ltd -ის სასტუმრო 310 ნომრიანი იქნება. 

Wellness Resort & Spa – მწვანე კონცხი; სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი 280 ნომერს გააერთიანებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 110 მლნ დოლარია და მას თანაინვესტირების ფონდის ტურიზმის განვითარების ფონდი ახორციელებს. 

Ramada Resorts – გოდერძი; აღნიშნული პროექტიც “ალიანს ჯგუფს” ეკუთვნის. 100 ნომრიანი კომპლექსის საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ დოლარია. 

Metro Holding – გოდერძი; სასტუმრო 190 ნომრიანი იქნება და ის 250 საწოლ ადგილს გააერთიანებს.  

Twin Tower – ბათუმი; მრავალსართულიან სასტუმროს კომპანია “ორბი” აშენებს, მასში 350 სასტუმრო ნომრის გაერთიანება იგეგმება.  

White Sails – ბათუმი; WHITE SAILS წარმოადგენს პრემიუმ კლასის სასტუმროებისა და აპარტამენტებისგან შემდგარ მრავალფუნქციურ კომპლექსს. პროექტის ინიციატორია საინვესტიციო კომპანია AR Meridians.  

Crystal Building – ქობულეთი; პროექტის ფარგლებში კომპანია “Crystal Building”- ის მიერ 200 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. სასტუმრო 220 ნომრიანი იქნება. 

Hilton Garden Inn – თბილისი; პროექტის ღირებულება 35 მილიონი დოლარია. შედეგად, თბილისის ცენტრში 165 ნომრიანი 14-სართულიანი სასტუმრო განთავსდება. 

Radisson Park Inn – თბილისი; პროექტის თანახმად, სასტუმრო 200 ნომრიანი იქნება. 

Wyndham Grand – თბილისი; თბილისში Rixos-ის ნაცვლად Wyndham Grand-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება. პროექტის ღირებულება 45 მილიონი დოლარია და ის ქართულ-ისრაელური ინვესტიციით ხორციელდება.

Pullman Hotels & Resort – თბილისი; ჭავჭავაძის გამზირზე, გალაკტიონის ძეგლთან მდებარე  “აქსის თაუერსის” შენობაში,  ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება. 

Radisson BLU Telegraph – თბილისი; პროექტი კომპანია “სილქ როუდს” ეკუთვნის. თბილისში ფოსტის ყოფილ შენობაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Radisson Blue Telegraph 200-ოთახიანი იქნება. 

Ramada – თბილისი; 125 ნომრიანი სასტუმროს პროექტს M2 ახორციელებს.  

Golden Tulip – თბილისი; კომპანია “ბლოკ ინვესტის” პროექტი 80 სასტუმრო ნომერს გააერთიანებს, პროექტში 11 მილიონი დოლარია ჩადებული.

Marriott Autograph – თავისუფლების მოედანზე და Marriott Autograph Collection სოლოლაკში – პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 365 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტს თანაინვესტირების ფონდის ტურიზმის განვითარების ფონდი ახორციელებს. 

Holiday Inn Express – თბილისი; სასტუმროს შპს სიმეტრია აშენებს და ის 121 სასტუმრო ნომერს გააერთიანებს. 

Hilton Tbilisi – სასტუმრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში განთავსდება. საინვესტიციო შეთანხმება Hilton Worldwide-სა და Granat Georgia-ს შორის 2016 წლის 2 ნოემბერს გაფორმდა. საინვესტიციო კომპანია 45 მილიონამდე ევროს ინვესტიციას განახორციელებას გეგმავს. ჰილტონ თბილისის მთავარი კონტრაქტორი დეველოპერი კომპანია BBC იქნება, სამშენებლო პროცესს კი მენეჯმენტს ბრიტანული კომპანია BHP გაუწევს. 

Tabori Ridge Recreation & Golf Resort – სასტუმრო 100 ნომერს გააერთიანებს და მას თანაინვესტირების ფონდის ტურიზმის განვითარების ფონდი ახორციელებს. 

Ramada Encore – ქუთაისი; პროექტს მ2 ახორციელებს და ის 120 ნომერს გააერთიანებს. 

Radisson BLU Tsinandali – წინანდალი; პროექტს “სილქ როუდი” ახორციელებს, ის 111 სასტუმრო ნომერს გააერთიანებს. 

Holidey INN – თელავი; 85 ნომრიანი სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 15 მლნ ლარია. 

Golden Tulip – თელავი; 100 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაში 10 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, სასტუმროს მფლობელი სს “კახეთია”. 

Radisson Blu Gudauri – გუდაური; პროექტს კომპანია “რედკო” ახორციელებს და ის 105 სასტუმრო ნომერს გააერთიანებს.