24 აპრილს DGFI Conference და Forbes Georgia გამართავენ ტოკენიზაციის ფორუმს, ექსკლუზიურ ინსტიტუციურ ღონისძიებას, რომელიც ციფრული ფინანსების განვითარების ახალ ეტაპზეა ფოკუსირებული. ღონისძიება Radisson Blu Iveria Hotel-ში ჩატარდება.
ტოკენიზაციის ფორუმის მიზანია, გამოიკვლიოს, როგორ გადადის ტრადიციული ფინანსები, კაპიტალის ბაზრები და რეალური აქტივები ახალ, ციფრული ინფრასტრუქტურის ეპოქაში. ის ტრადიციული ფინანსებსა და განვითარებად ციფრულ ინფრასტრუქტურას ინსტიტუციური დიალოგის საშუალებით აკავშირებს.
ღონისძიება აერთიანებს რეგულატორებს, ინფრასტრუქტურის პროვაიდერებსა და ბიზნეს-ლიდერებს, რომლებიც ტოკენიზაციას არა მომავლის კონცეფციად, არამედ ოპერაციულ პრიორიტეტად განიხილავენ. ამავდროულად, ის ქმნის სანდო სივრცეს გადაწყვეტილების მიმღებებისთვის, ხედვების გასაზიარებლად, რეალური შემთხვევების განსახილველად და პარტნიორობების დასამყარებლად.
ვინ დაესწრება ღონისძიებას?
ფორუმი გააერთიანებს შერჩეულ აუდიტორიას:
- ბანკებს და ფინანსური ინსტიტუტებს;
- უძრავი ქონების დეველოპერებსა და აქტივების მმართველებს;
- კაპიტალის ბაზრის მონაწილეებს;
- საინვესტიციო ფონდებსა და family office-ებს;
- იურიდიულ და საკონსულტაციო კომპანიებს;
- ტექნოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ პროვაიდერებს.
მონაწილეობა შეზღუდულია და ხორციელდება მხოლოდ მოწვევით ან რეგისტრაციით, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის დისკუსიასა და შედეგიან კავშირებს.
რას უნდა ელოდოთ?
ფორუმი მოიცავს 4–5 საათიან პროგრამას:
- გახსნით სიტყვას DGFI Conference × Forbes Georgia-სგან;
- keynote გამოსვლებსა და fireside დისკუსიებს ფინანსურ ინსტიტუტებსა და რეგულატორებთან;
- პანელურ დისკუსიებს;
- ღია დისკუსიებსა და მაღალი რანგის ნეთვორქინგს.
ღონისძიების ფორმატი პრიორიტეტს ანიჭებს პრაქტიკულ ხედვებს, ინსტიტუციურ მნიშვნელობას და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ვიდრე ფართო აუდიტორიაზე გათვლილ კონტენტს.
ღონისძიების მნიშვნელობა
ტრადიციული ინდუსტრიები აქტიურად ერთვებიან ციფრულ კაპიტალის ბაზრებში. ინფრასტრუქტურა ვითარდება, რეგულაციები უფრო მკაფიო ხდება, ხოლო ფინანსური ინსტიტუტები იწყებენ ტოკენიზაციის სტრატეგიების დანერგვას. ტოკენიზაციის ფორუმი კი მონაწილეებს აძლევს წვდომას იმ კრიტიკულ დისკუსიებზე, რომლებიც ამ ტრანსფორმაციის განმსაზღვრელია.
ორგანიზატორები
DGFI Conference არის რეგიონში წამყვანი ციფრული ფინანსების პლატფორმა, რომელიც აკავშირებს კაპიტალს, ინფრასტრუქტურასა და ინოვაციას ინსტიტუციური ღონისძიებებისა და კონფერენციების მეშვეობით.
Forbes Georgia არის ქვეყნის წამყვანი ბიზნესმედია, რომელიც უზრუნველყოფს სანდოობას, ფართო აუდიტორიას და სტრატეგიულ ხილვადობას ტრადიციულ ინდუსტრიებსა და კაპიტალის ბაზრის მონაწილეებს შორის.
ღონისძიებაზე დასწრება
ღონისძიებაზე დასწრება ხდება შერჩევით. მონაწილეთა რაოდენობა შეზღდულია.
მსურველებს დასწრება შეეძლებათ მხოლოდ მოსაწვევით ან დადასტურებული რეგისტრაციის შემდეგ.
სრული განრიგი
13:00 – 13:45 | რეგისტრაცია და მისასალმებელი ნეთვორქინგი
სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და არაფორმალური ნეთვორქინგი.
13:45 – 14:00 | მისასალმებელი სიტყვა
- Forbes Georgia — შოთა დიღმელაშვილი;
- DGFI — მიხეილ დიდებულიძე.
14:00 – 14:30 | პანელური დისკუსია
ტოკენიზაცია და კაპიტალის ბაზრები: ხიდი რეგულაციასა და ინოვაციას შორის
საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლისა და საერთაშორისო ინფრასტრუქტურული ლიდერების მონაწილეობით.
ძირითადი თემები:
- ინსტიტუციური ათვისება და რეგულაციებთან შესაბამისობა;
- ინფრასტრუქტურა, დაცულობა და უსაფრთხოების გადაწყვეტილებები;
- ლიკვიდურობა და მეორადი ბაზრები;
- გლობალური წარმატების შემთხვევები და მომდევნო ეტაპები.
სპიკერები:
- ვარლამ ებანოიძე – ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს ეროვნული ბანკი;
- ზივ კეინანი – ტოკენიზაციისა და RWA ექსპერტი | STG-3 RWA Community-ის კურატორი;
- ნიკოლოზ კანდელაკი – Clarsen-ის დამფუძნებელი და CEO;
- ირაკლი არჯევანიძე – IBCCS Georgia-ს თანადამფუძნებელი და CEO.
- მოდერატორი: კალ ევანსი – Gresham International-ის მმართველი პარტნიორი.
14:30 – 15:00 | პანელური დისკუსია
რეალური აქტივების ტოკენიზაცია პრაქტიკაში: კონცეფციიდან ათვისებამდე
ძირითადი თემები:
- პროცესი აქტივიდან ტოკენამდე;
- დისტრიბუცია: საცალო vs ინსტიტუციური მოთხოვნა;
- სტეიბლკოინებისა და ინფრასტრუქტურის როლი;
- ნდობა და ინვესტორთა თავდაჯერებულობა;
- უძრავი ქონებისა და კერძო აქტივების ტოკენიზაცია.
სპიკერები:
- რატი მორჩილაძე – Foresight-ის CEO და CIO;
- ნატო ბოჭორიშვილი – Gumbati Holding-ის Deputy CEO;
- თამთა ახალკაცი – Tegeta-ს IR-ხელმძღვანელი;
- ნიკოლოზ ბერაძე – VS1-ის თანადამფუძნებელი;
- მარიამ გოიშვილი – Solana Superteam.
15:00 – 15:10 | ღია დიალოგი
კითხვა-პასუხი და ინტერაქციული დისკუსია პანელის სპიკერებთან.
15:10 – 15:30 | ყავა და ნეთვორქინგი
შერჩეული ნეთვორქინგ სესია ინვესტორებს, აღმასრულებლებს, რეგულატორებსა და ეკოსისტემის ლიდერებს შორის.
15:30 – 16:00 | Fireside საუბარი
- მოდერატორი: შოთა დიღმელაშვილი, საერთაშორისო სტუმართან ერთად.
- სპიკერი: ფარაჯ აბუტალიბოვი – Stellar-ის შუა აღმოსავლეთის ბაზრის განვითარების უფროსი მრჩეველი.
16:00 – 17:00 | დასკვნითი ნეთვორქინგ სესია
დასკვნითი ნეთვორქინგ სესია არაფორმალური საუბრებით.










