წლის II კვარტალში მიკროსაფინანსო სექტორმა კვლავ ზარალით დაასრულა. პერიოდის ბოლოს საქართველოში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჯამური ზარალი 30 მილიონი ლარი იყო.
სექტორმა ზარალით დაასრულა წლის პირველი კვარტალიც. მაშინ მისოებმის ზარალი 50 მილიონ ლარს აღემატებოდა.
ეროვნულმა ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის მაისის ბოლოს საქართველოში 58 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო, რაც 30 ერთეულით (34%-ით) ნაკლებია 2 წლის წინანდელ მონაცემზე. 2017 წლის მაისის ბოლო საქართველოში 88 მიკროსაფინანსო იყო. 2018 წლის შემდეგ 17 მიკროსაფინანსო გამოაკლდა ბაზარს.
2017 წლამდე მიკროსაფინანსოების რაოდენობა იზრდებოდა და 2009 წლიდან 2017 წლამდე მათი რაოდენობა გაორმაგდა. ბოლო წლებში კლება ახალმა რეგულაციებმა განაპირობა, კერძოდ, სამომხმარებლო სესხებზე რეგულაციების გამკაცრებამ და საპროცენტო განაკვეთებზე ზედა ზღვრის დაწესებამ.
2018 წლის ბოლოს მიკროსაფინანსოების წმინდა აქტივები 1.5 მილარიარდი იყო. აღნიშნულ ორგანიზაციებში 4 387 ადამიანია დასაქმებული. 2016 წლის შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 900 კაცით შემცირდა.
გასულ წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჯამური მოგება 7-წლიან მინიმუმზე იყო. გასული წლის ბოლოს სექტორს რეგულაციების მეორე ტალღა წარუდგინეს. წლის პირველი კვარტალი კი სექტორმა, ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად, ზარალით დაასრულა. საფინანსო სექტორზე ახალი რეგულაციების გავლენის სრული შეფასება ჯერ არ მომხდარა,
გასულ წელს, საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 31.1 მლნ ლარის მოგება მიიღეს, რაც 2017 წლის მონაცემებს 13,4 მლნ ლარით ჩამოუვარდება. მისოების მოგება უკვე წლებია მცირდება. 2017 წელს, საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 44.5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. შედარებისთვის, 2016 წელს სექტორის წმინდა მოგება 151.8 მლნ ლარი იყო, 2015 წელს 124.2 მლნ ლარი, 2014-ში 79,8 მლნ ლარი, 2013 წელს 61.9 მლნ ლარი, ხოლო 2012 – 49.3 მლნ ლარი.