30 UNDER 30 • აპლიკაციების მიღება 15 აპრილს დასრულდება

30 UNDER 30 • აპლიკაციების მიღება 15 აპრილს დასრულდება

Forbes-ის 30 წლამდელთა სიისთვის რეგისტრაცია გრძელდება. Forbes Georgia 30 წლამდე ასაკის ლიდერებს საქართველოში უკვე მეოთხედ არჩევს. ბიზნესგამოცემის აღნიშნული პროექტი იმ ახალგაზრდებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი გაბედულებით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს.

30 Under 30 აპლიკაციების მიღება გასული წლის დეკემბერში დაიწყო და ამ დროისთვის რამდენიმე ასეული განაცხადი იქნა მიღებული, თუმცა, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და ამ მოვლენების ნეგატიური გავლენის გამო, რეგისტრაცია ერთი თვით, 15 აპრილამდე გახანგრძლივდა

პროექტის ორგანიზატორები და გამარჯვებულები მტკიცე და ღია მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინელ ხალხსა და უკრაინას, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. საორგანიზაციო გუნდი დარწმუნებულია, რომ გამოწვევებით სავსე დღეებში საქართველოში გამოჩნდება მრავალი ახალი ლიდერი, რომლებიც ჩვენ წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს ახალ იდეებსა და გაბედულ ნაბიჯებს დაუპირისპირებენ. ვთვლით, რომ 30 Under 30-ის წლევანდელი სია მათაც უნდა გამოარჩევდეს.

ამავდროულად, 30 Under 30-ის საორგანიზაციო ჯგუფი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ქართველი ახალგაზრდების მიერ შემოტანილი ასობით აპლიკაციის დამუშავებასა და შეფასებას. ამ მიზნის ირგვლივ უკვე მეოთხედ აერთიანებს Forbes Georgia სფეროს პროფესიონალებსა და ლიდერებს – სწორედ ჟიურის წევრების დახმარებით გამოვარჩევთ 30 წლამდე ასაკის იმ ნოვატორებს, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და მუდმივად დინების საწინააღმდეგოდ მიდიან, პოზიტიური ცვლილებებისა და დიდი შედეგების იმედით.

პროექტის მთავარი პარტნიორი – თიბისი
პროექტის პარტნიორი – გალფი
პროექტის ორგანიზატორი – კონსიერჟ თბილისი

დამატებითი ინფორმაცია:

30 UNDER 30 | მედიაპლატფორმა და სააპლიკაციო განაცხადი
30 UNDER 30 | Facebook

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *