საქართველოს ავიაბაზარზე ორი 5-ვარსკვლავიანი ავიაკომპანია ოპერირებს: Lufthansa და Qatar Airways. პირველს გასულ წელს, ქართული ავიაბაზრის 2% ეკავა, – წლიურად ავიაკომპანია 82776 მგზავრს მოემსახურა. კატარის ავიახაზებს ქართული ავიაბაზრის 3% უკავია. ავიაკომპანია 2017 წელს 119727 მგზავრს მოემსახურა.
მსოფლიოს სხვადასხვა ავიაკომპანიებს ვარსკვლავებს ყოველწლიურად Skytrax ანიჭებს, რომელიც საუკეთესო კომპანიებს 1989 წლიდან ავლენს. ორგანიზაციის რეიტინგები მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ მაჩვენებელად ითვლება ავიაინდუსტრიაში.
4-ვარსკვლავიანი ავიაკომპანიებიდან საქართველოში 7 დაფრინავს. მათი წილი ქართულ ავიაბაზარზე შემდეგია:
- Aegean Airlines (ეგეოსის ავიახაზები): მთლიანი ბაზრის 1%; 43581 გადაყვანილი მგზავრი 2017 წელს
- Aeroflot: მთლიანი ბაზრის 5%; 198754 გადაყვანილი მგზავრი 2017 წელს
- Air Astana: მთლიანი ბაზრის 2%; 72341 გადაყვანილი მგზავრი 2017 წელს
- აზერბაიჯანის ავიახაზები: მთლიანიბაზრის 2%; 87044 გადაყვანილი მგზავრი 2017 წელს
- Atlasglobal : მთლიანი ბაზრის 2% – 83259 გადაყვანილი მგზავრი 2017 წელს
- China southern Airlines: მთლიანი ბაზრის 1%; 21393 გადაყვანილი მგზავრი 2017 წელს
- Turkish Airlines: მთლიანი ბაზრის 12%: 463840 გადაყვანილი მგზავრი 2017 წელს.
საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიებიდან 8-ს 3-ვარსკვლავიანის სტატუსი აქვს მინიჭებული. აღნიშნული ავიაკომპანიების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და წილი 2017 წელს შემდეგი იყო:
- ურალის ავიახაზები: მთლიანი ბაზრის 4%; 155217 გადაყვანილი მგზავრი 2017 წელს
- Wiz Air: მთლიანი ბაზრის 8%; 313325 გადაყვანილი მგზავრი 2017 წელს
- ეარ არაბია: მთლიანი ბაზრის 3%; 116846 გადაყვანილი მგზავრი 2017 წელს
- ელ ალ ისრაელის ავიახაზები: მთლიანი ბაზრის 3%; 117129 გადაყვანილი მგზავრი 2017 წელს
- FlyDubai: მთლიანი ბაზრის 6%; 244208 გადაყვანილი მგზავრი 2017 წელს
- LOT POLISH Airlines: მთლიანი ბაზრის 2%; 67240 გადაყვანილი მგზავრი 2017 წელს
- Royal Jordan Aviation: 834 გადაყვანილი მგზავრი 2017 წელს.
- Gulf Air: 14307 გადაყვანილი მგზავრი 2017 წელს.