რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოში

რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ 2017 წელს  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 15 632 სტუდენტი ჩაირიცხა, ხოლო 9 774-მა სწავლა დაასრულა (კურსდამთავრებულები).

2017 წელს ჩარიცხულებიდან ყველაზე მეტმა 5 336-მა სტუდენტმა (ჩარიცხულების 34%) ინჟინერიის მიმართულების პროგრამები აირჩია. შემდეგ მოდის აგრარული მიმართულების პროგრამები, სადაც 2 300 სტუდენტი ჩაირიცხა (ჩარიცხულების 14.7%), ხოლო მე-3 ადგილზე ბიზნესის ადმინისტრირებაა 2 151 სტუდენტით. ყველაზე ნაკლები მოთხოვნა საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით არის (54 და 84 სტუდენტი).

2017 წლის მონაცემებით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს საქართველოში 125 საგანმანათლებლო დაწესებულება ახორციელებს, საიდანაც 82 კერძოა, ხოლო 42 საჯარო.

ცხრილი: 2017 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები პროგრამების მიხედვით

პროგრამები

სტუდენტების რაოდენობა

წილი ჩარიცხვებში

ინჟინერია

5336

34.1%

აგრარული მეცნიერებანი

2300

14.7%

ბიზნესის ადმინისტრირება

2151

13.8%

ჯანდაცვა

2037

13.0%

მიმართულებათაშორისი სპეციალობები

1696

10.8%

ხელოვნება

1369

8.8%

სამართალი

507

3.2%

განათლება

98

0.6%

სოციალური მეცნიერებები

84

0.5%

საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი

54

0.3%

წყარო: საქსტატი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *