50 Best: 2022 წლის საუკეთესო რესტორნების რეიტინგი

50 Best: 2022 წლის საუკეთესო რესტორნების რეიტინგი

ბრიტანულმა საგამომცემლო სახლმა, William Reed-მა, რომელიც რეიტინგების ცნობილ ბრენდს, 50 Best-ს ფლობს, 2002 წელს დაწყებულ ტრადიციას არც წელს უღალატა და 2022 წლის მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების რეიტინგი გამოაქვეყნა.

წელს, მსოფლიოს საუკეთესო რესტორნის წოდება დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მდებარე რესტორანს, Geranium-ს ერგო. გამოცემის თანახმად, Michelin-ის სამი ვარსკვლავის მფლობელი Geranium-ი, რომელიც კოპენჰაგენის ცენტრალური პარკთან, საფეხბურთო სტადიონის ტერიტორიაზე მდებარეობს – კოპენჰაგენის ერთ-ერთი თვალსაჩინო დაწესებულებაა. აღსანიშნავია, რომ Geranium-ის მენიუში მხოლოდ ადგილობრივ ზღვის პროდუქტსა და დანიისა და სკანდინავიის სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი ორგანული ბოსტნეულის დაგემოვნებას შეძლებთ – ამგვარი მენიუ, რესტორნის შეფ-მზარეულს, რასმუს კოფოედს ეკუთვნის.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების რეიტინგი გეოგრაფიულად საკმაოდ დაბალანსებულია – სიის პირველ ათეულში, მაგალითად, დანიაში, ესპანეთში, მექსიკაში, ბრაზილიაში, იტალიასა და პერუში მდებარე რესტორნებს ვხვდებით.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების წლევანდელი დაჯილდოება, რომლის მთავარი სპონსორები Sanpellegrino და Acqua Panna იყვნენ, 18 ივლისს, ლონდონში გაიმართა.

2022 წლის მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების რეიტინგის პირველ ხუთეულს Forbes Georgia უცვლელად წარმოგიდგენთ.

#1 – Geranium, კოპენჰაგენი, დანია
ფოტო: Claes Bech-Poulsen
#2 – Central, ლიმა, პერუ
ფოტო: Stephanie Lau
#3 – Disfrutar, ბარსელონა, ესპანეთი
ფოტო: Francesco Guillamet
#4 – Diverxoმადრიდი, ესპანეთი
ფოტო: Diverxo
#5 – Pujol, მეხიკო-სიტი, მექსიკა
ფოტო: Dezeen
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *