500 Startups-ის პროექტის მეორე ნაკადის ფინალისტები საკუთარ სტარტაპებს ინვესტორებს აცნობენ

500 Startups-ის პროექტის მეორე ნაკადის ფინალისტები საკუთარ სტარტაპებს ინვესტორებს აცნობენ

მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორის 500Georgia-ს პროექტის მეორე ნაკადის ფინალისტები ინვესტორებს საკუთარ სტარტაპებს აცნობენ. ესენია: Activechat, Agrolabs, B2C.GE, Corebook, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE, Simpolium, YouTravel.me. ღონისძიება ამ წუთებში მიმდინარეობს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ინიციატივით ორგანიზებულ ღონისძიებაში 10 ფინალისტი კომპანია მონაწილეობს, რომლებიც 140-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციიდან შეირჩა და აქსელერაციის 3 რთული ეტაპი წარმატებით გაიარა.

ამ კომპანიებმა, პროექტის ფარგლებში, საკუთარი იდეების დახვეწაზე, მსოფლიო რანგის მენტორებთან ერთად იმუშავეს, ხოლო მათგან 5-მა სტარტაპმა: PAYZE, Kvalifika, YouTravel.me, Agrolabs, Corebook, საქართველოს ბანკისგან დამატებითი ინვესტიციაც მოიპოვეს. დღესვე მათგან ორი კომპანია გამოვლინდება გამარჯვებულად, რომლებიც Silicon Valley Immersion-ში მონაწილეობისთვის სან-ფრანცისკოში გაემგზავრებიან.

ცნობისთვის, 500 Startups-ი ვენჩურული კაპიტალის ერთ – ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. 2010 წლიდან – დღიდან დაარსებისა, კომპანიის მხრიდან ინვესტირება განხორციელდა 77 ქვეყნის 2400–ზე მეტ კომპანიაში. მის პორტფოლიოში შედის ისეთი სტარტაპები, როგორებიცაა: Intercom, Credit Karma, Grab, Talkdesk, Canva, GitLab.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *