500 Startups-ის პროექტის შედეგები საქართველოში

500 Startups-ის პროექტის შედეგები საქართველოში

$3 მილიონზე მეტი ოდენობის შემოსავალი, დამატებით 161 000 მომხმარებელი, $4.6 მილიონის ოდენობის ინვესტიციები, 227 სამუშაო ადგილი და 87 პარტნიორობა – ასეთია 500Georgia-ის პროექტის პირველ და მეორე ნაკადის ფარგლებში მონაწილე სტარტაპების შედეგები, რომელიც ცოტა ხნის წინ 500startups-ს მმართველმა დირექტორმა პედრო ვიეირამ წარადგინა.

ცნობისთვის, ამ წუთებში 500Georgia-ის მეორე ნაკადის ფინალისტების ე.წ Demo Day მიმდინარეობს, სადაც ისინი ინვესტორებს თავიანთ იდეებს და სტარტაპებს აცნობენ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ინიციატივით ორგანიზებულ ღონისძიებაში 10 ფინალისტი კომპანია მონაწილეობს, რომლებიც 140-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციიდან შეირჩა და აქსელერაციის 3 რთული ეტაპი წარმატებით გაიარა. ესენია: Activechat, Agrolabs, B2C.GE, Corebook, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE, Simpolium, YouTravel.me.

ამ კომპანიებმა, პროექტის ფარგლებში, საკუთარი იდეების დახვეწაზე, მსოფლიო რანგის მენტორებთან ერთად იმუშავეს, ხოლო მათგან 5-მა სტარტაპმა: PAYZE, Kvalifika, YouTravel.me, Agrolabs, Corebook, საქართველოს ბანკისგან დამატებითი ინვესტიციაც მოიპოვეს. დღესვე მათგან ორი კომპანია გამოვლინდება გამარჯვებულად, რომლებიც Silicon Valley Immersion-ში მონაწილეობისთვის სან-ფრანცისკოში გაემგზავრებიან.

500 Startups-ი ვენჩურული კაპიტალის ერთ – ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. 2010 წლიდან – დღიდან დაარსებისა, კომპანიის მხრიდან ინვესტირება განხორციელდა 77 ქვეყნის 2400–ზე მეტ კომპანიაში. მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups-ი საქართველოში 2019 წელს შემოვიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.