Uber-მა ახალი დიზაინის საკვების მიწოდების დრონი წარმოადგინა

Uber-მა ახალი დიზაინის საკვების მიწოდების დრონი წარმოადგინა

ერიკ ელისონმა, Uber Elevate-ის ხელმძღვანელმა, ახალი დიზაინის საკვების მიწოდების დრონი წარადგინა. კომპანია აღნიშნული დიზაინის დრონის გამოყენებას მომავალი წლის ზაფხულიდან სან-დიეგოში გეგმავს, როდესაც სურსათის მიწოდების ტესტირებას დაიწყებს.

როგორც კომპანია აღნიშნავს, ახალ დრონს საკვების მიწოდება ორი ადამიანისთვის საკმაოდ მცირე დროში შეუძლია, კერძოდ, დატვირთვისა და გადმოტვირთვის ჩათვლით, 8 წუთში. დრონს 18 მილის დაფარვის შესაძლებლობა აქვს.

აღსანიშნავია. რომ კომპანია Uber-ი არ არის ერთადერთი, ვინც ცდილობს ამ სეგემნტში იყოს პირველი. UPS-მა ოქტომბრის დასაწყისში ასევე მიიღო ნებართვა დრონით სურსათის მიწოდების ტესტრირებაზე. კომპანია ამაზონიც მოსურნეა, განავითაროს საკუთარი დრონები და ივნისში განაცხადა, რომ რამდენიმე თვეში დაიწყებს მიწოდებას. Google-ის პროექტი Wing-ი ასევე გეგმავს საკვების მიწოდების დრონით, რომელიც სატესტო მიწოდებებს მართავს ავსტრალიაში, ფინეთსა და კრისტიანბურგში, ვირჯინია.

წყარო: Forbes Tech.