მსოფლიოს საუკეთესო კერძო ქლაუდ-კომპანიების რეიტინგი

მსოფლიოს საუკეთესო კერძო ქლაუდ-კომპანიების რეიტინგი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქლაუდ-ტექნოლოგია ის მიმართულებაა, რომელიც გლობალური ტექნოლოგიური ინდუსტრიის დღევანდელი დღეცაა და მომავალიც, რადგან შესაძლებლობები, რომელსაც ის კომპანიებს სთავაზობს – უსაზღვროა. ამ მიმართულების მნიშვნელობას ხვდებიან, როგორც დამფუძნებლები, რომლებიც ასეთი ტიპის კომპანიებს ქმნიან, ასევე ინვესტორები, რომლებიც მათ ფინანსური სახსრებით ამარაგებენ. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქლაუდ-ტექნოლოგიებით და ამ ინდუსტრიაში ჩართული კომპანიებით ინტერესდება მედიაც, უფრო კონკრეტულად კი, ამერიკული Forbes-ი, რომელმაც მსოფლიოს საუკეთესო კერძო ქლაუდ-კომპანიების რეიტინგი, უკვე მეშვიდედ შეადგინა.

გლობალური ქლაუდ-ინდუსტრიის წარმატებაზე ამ მიმართულებით არაერთი საჯარო კომპანიის არსებობაც მიუთითებს, რომლებიც, ბოლო წლებში, სოკოებივით ამოიზარდნენ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიების გასაჯაროების ეს ტენდენცია მიმდინარე მოსალოდნელი რეცესიისა და მსოფლიოში სხვა მიმდინარე კრიზისების ფონზე შენელდა – საფონდო ბირჟაზე შარშან დალისტული თერთმეტი კომპანიიდან, რაც, თავისთავად, ექვსით ნაკლებია, ვიდრე 2020-ში, თერთმეტივეს აქციათა ფასი დღეს უფრო ნაკლებია, ვიდრე IPO-ს დროს.

საფონდო ბირჟაზე გამეფებული ერთგვარი ზამთრის ფონზე, მსოფლიოს საუკეთესო ქლაუდ-კომპანიები საჯაროდ გადაკეთებას არ ჩქარობენ – მათ შორისაა ონლაინგადახდების პლატფორმა Stripe-ი, კომერციული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი Databricks-ი და გრაფიკული დიზაინის ავსტრალიური პლატფორმა, Canva.

აქვე უნდა ითქვას, რომ საფონდო ბირჟისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, Forbes-ის 2022 წლის რეიტინგში რამდენიმე საინტერესო სიახლეც დაფიქსირდა. საკოლაბორაციო საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი ამერიკული Miro, მაგალითად, მიმდინარე რეიტინგში ოცდათორმეტი ადგილით დაწინაურდა და მე-4 ადგილი დაიკავა. რეიტინგში პირველად მოხვდნენ კანადური და ფინური კომპანიები, ხოლო საერთო ჯამში, რეიტინგს ოცი ახალწვეული ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის მსოფლიოს საუკეთესო ქლაუდ-კომპანიების 2022 წლის რეიტინგი ფინანსურადაც გამოირჩევა – სიაში მოხვედრილი კომპანიების ჯამური ღირებულება $100 მილიარდზე მეტით აღემატება შარშან დაფიქსირებულ ანალოგიურ მაჩვენებელს. ამასთანავე, გაზრდილია, როგორც ჯამური, ასევე საშუალო და მედიანური მაჩვენებლებიც, რაც მთლიანი ქლაუდ-ინდუსტრიის ზრდაზე მიუთითებს.

საინტერესოა ისიც, რომ წლევანდელი რეიტინგი გენდერულად მრავალფეროვანიცაა, მაგრამ ცხადია, რომ ამ მიმართულებით, წინ ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი. თუმცა, მცირე პროგრესი მაინც შეინიშნება: რეიტინგში მოხვედრილ რვა კომპანიას ქალები ხელმძღვანელობენ, რაც ორით მეტია, ვიდრე შარშან.

ამერიკული Forbes-ის რეიტინგი სხვადასხვა კომპანიების, მათ შორის საჯარო ქლაუდ-კომპანიების აღმასრულებელი ხელმძღვანებელისგან შემდგარმა ოცდაექვსკაციანმა ჟიურიმ შეადგინა – კომპანიები მათ ზრდის ტემპის, გაყიდვების მაჩვენებლების, ფინანსური შეფასების, კორპორაციული კულტურისა და რეპუტაციის მიხედვით შეარჩიეს.

ამერიკული Forbes-ის მსოფლიოს საუკეთესო კერძო ქლაუდ-კომპანიების 2022 წლის რეიტინგის პირველ ოცეულს, Forbes Georgia უცვლელად გთავაზობთ.

N1 – Stripe

სფეროფინანსური ინფრასტრუქტურა
ღირებულება$95 მილიარდი
CEOპატრიკ კოლისონი
დასაქმებული8,000 ადამიანი
HQდუბლინი, ირლანდია; სან-ფრანცისკო, აშშ

N2 – Databricks

სფეროდატა და ხელოვნური ინტელექტი
ღირებულება$38 მილიარდი
CEOალი გოდსი
დასაქმებული4,000 ადამიანი
HQსან-ფრანცისკო, აშშ

N3 – Canva

სფეროციფრული კომუნიკაციები
ღირებულება$40 მილიარდი
CEOმელანი პერკინსი
დასაქმებული3,100 ადამიანი
HQსიდნეი, ავსტრალია

N4 – Miro

სფეროციფრული კოლაბორაცია
ღირებულება$17.5 მილიარდი
CEOანდრეი ხუშიდი
დასაქმებული1,744 ადამიანი
HQსან-ფრანცისკო, აშშ

N5 – Figma

სფეროკოლაბორაციული დიზაინის პლატფორმა
ღირებულება$10 მილიარდი
CEOდილან ფილდი
დასაქმებული750 ადამიანი
HQსან-ფრანცისკო, აშშ

N6 – Airtable

სფეროაპლიკაციების შესაქმნელი პლატფორმა
ღირებულება$11.7 მილიარდი
CEOჰავი ლიუ
დასაქმებული1,000 ადამიანი
HQსან-ფრანცისკო, აშშ

N7 – ServiceTitan

სფეროპროგრამული უზრუნველყოფა
ღირებულება$9.5 მილიარდი
CEOარა მაჰდესიანი
დასაქმებული2,300 ადამიანი
HQგლენდეილი, აშშ

N8 – Talkdesk

სფეროპროგრამული უზრუნველყოფა
ღირებულება$10 მილიარდი
CEOტიაგო პაივა
დასაქმებული2,100 ადამიანი
HQსან-ფრანცისკო, აშშ

N9 – Plaid

სფეროფინანსური მონაცემების დაკავშირება
ღირებულება$13.4 მილიარდი
CEOზაკ პერეტი
დასაქმებული1,200 ადამიანი
HQსან-ფრანცისკო, აშშ

N10 – Attentive

სფეროSMS-მარკეტინგი
ღირებულება$7 მილიარდი
CEOბრაიან ლონგი
დასაქმებული1,300 ადამიანი
HQისტანციური ოფისი, აშშ

N11 – Celonis

სფეროპროცესების ავტომატიზაცია
ღირებულება$11 მილიარდი
CEOალექს რინკე, ბასტიან ნომინახერი
დასაქმებული2,800 ადამიანი
HQმიუნხენი, გერმანია; ნიუ-იორკი, აშშ

N12 – Grammarly

სფეროსაკომუნიკაციო დახმარება
ღირებულება$13 მილიარდი
CEOბრედ ჰუვერი
დასაქმებული800 ადამიანი
HQსან-ფრანცისკო, აშშ

N13 – Zapier

სფეროსამუშაო პროცესების ავტომატიზაცია
ღირებულება$5 მილიარდი
CEOუეიდ ფოსტერი
დასაქმებული650 ადამიანი
HQისტანციური ოფისი, აშშ

N14 – Gong

სფეროშემოსავლების ავტომატიზაცია
ღირებულება$7.25 მილიარდი
CEOამიტ ბენდოვი
დასაქმებული1,000 ადამიანი
HQპალო-ალტო, აშშ

N15 – Checkout.com

სფეროონლაინგადახდები
ღირებულება$40 მილიარდი
CEOგილმ უსო
დასაქმებული2,000 ადამიანი
HQლონდონი, გაერთიანებული სამეფო

N16 – Checkr

სფერობექგრაუნდ-შემოწმება
ღირებულება$5 მილიარდი
CEOდენიელ იანისი
დასაქმებული1,300 ადამიანი
HQსან-ფრანცისკო, აშშ

N17 – Gusto

სფეროსახელფასო აღრიცხვა, კორპორაციული ბენეფიტები და HR-მომსახურება
ღირებულება$9.5 მილიარდი
CEOჯოშ რივსი
დასაქმებული2,400 ადამიანი
HQსან-ფრანცისკო, აშშ

N18 – Klaviyo

სფერო – eMail-მარკეტინგი და SMS-მარკეტინგი
ღირებულება$9.5 მილიარდი
CEOენდრიუ ბიალეკი
დასაქმებული1,559 ადამიანი
HQბოსტონი, აშშ

N19 – Carta

სფერო – კაპიტალის მენეჯმენტი
ღირებულება$7.4 მილიარდი
CEOჰენრი უორდი
დასაქმებული1,618 ადამიანი
HQსან-ფრანცისკო, აშშ

N20 – Snyk

სფერო – დეველოპერული უსაფრთხოება
ღირებულება$8.6 მილიარდი
CEOპიტერ მაკეი
დასაქმებული1,300 ადამიანი
HQბოსტონი, აშშ