რა არის ეკონომიკური ბუმი?

რა არის ეკონომიკური ბუმი?

ეკონომიკაში ბუმი (ინგლისურად boom) არის სწრაფი ეკონომიკური ზრდის პერიოდი. პირველ რიგში, ეს ეხება ქვეყნის ეკონომიკის, მშპ-ის ზრდას. თუმცა ასევე გულისხმობს დასაქმების, შემოსავლებისა და პროგრესის გამომსახველი სხვა მაჩვენებლების ზრდას.

კომპანიისთვის ბუმი ნიშნავს გაყიდვების სწრაფ და მნიშვნელოვან ზრდას. საფონდო ბაზარზე ბუმს უწოდებენ ფასიანი ქაღალდების სწრაფად გაძვირების პერიოდს, ანუ ე.წ. ხარის ბაზარს.

ბუმის პერიოდი შეიძლება იყოს რამდენიმეთვიანი ან რამდენიმეწლიანი. ზოგ შემთხვევაში ბუმს სწრაფი ვარდნა მოჰყვება ხოლმე. ეს მაშინ ხდება, როდესაც ბუმს არ ჰქონდა რეალური ფუნდამენტური ეკონომიკური საფუძველი და მოლოდინებით ან ფასების ინფლაციური ზრდით იყო გამოწვეული.