ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკს ფარგლებში, ევროკავშირის შესახებ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა.
2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, მოსახლეობის დადებითი დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ გაიზარდა. წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის დამოკიდებულებას „კარგად“ გამოკითხული რესპოდენტების 83% აფასებს, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 75% იყო.
ნდობა ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ შემდეგნაირია:
- ევროკავშირი – 66%
- გაერთიანებული ერების ორგანიზაცია – 56%
- ნატო – 54%
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი – 25%
ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ცნობიერების დონის მაჩვენებელი მსგავსია 2016 წლის იმავე მაჩვენებლის და 58%-ს შეადგენს. ამასთან გამოკითხული რესპოდენტების 48%-ს აქვს ინფორმაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კონკრეტული პროგრამების შესახებ. ყველაზე ნაცნობი პროგრამები განეკუთვნება განათლებას, ჯანდაცვასა და ინფრასტრუქტურას.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 74% თვლის, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ეფექტურია. შედარებისთვის, – გასულ წელს ეს მაჩვენებელი 59% იყო.
მოქალაქეთა 86% ევროკავშირთან დაკავშირებულ სიახლეებს მშობლიურ ენაზე იძიებს, 7% რუსულ და 6% ინგლისურ ენებზე. ყოველი 10 მოქალაქიდან 6 მიიჩნევს, რომ მოძიებული ინფორმაცია სანდო და საიმედოა. ყოველი 5 ადამიანიდან 4 თვლის, რომ ინფორმაცია ხელმისაწვდომია. მოსახლეობის ორი მესამედი თვლის, რომ ინფორმაცია მომხმარებელზე ორიენტირებული და საკმაოდ ამომწურავია.
ამასთან, გამოკითხული რესპოდენტების მხოლოდ 1% თვლის, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს მეტ ფნანსურ დახმარებას უწევს, ვიდრე ევროკავშირი; 6%-ის აზრით დახმარება რუსეთისგან და ევროკავშირისგან ერთნაირია, ხოლო 47% თვლის, რომ ნაკლები.
რესპოდენტების 22% თვლის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მეტ ფინანსურ დახმარებას უწევს, ვიდრე ევროკავშირი, 27% თვლის, რომ დახმარება ერთნაირია, ხოლო 13% თვლის, რომ ამერიკა საქართველოს ნაკლებ ფინანსურ დახმარებას უწევს, ვიდრე ევროკავშირი.
ყოველწლიური გამოკითხვა ჩატარდა 2017 წლის აპრილ-ივნისში, 1000 პირისპირ ჩატარებული ინტერვიუს საშუალებით. კვლევები ჩატარებულია ACT LLC-ის და მათი ქსელური პარტნიორი კომპანიების მიერ და მას ევროკავშირი აფინანსებდა.