საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ დაჩქარებული წესით უძრავი ქონება შვილს გადაუფორმა. ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე ატვირთულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ჯამში 12 უძრავი ქონება ახლა უკვე მისი შვილის, ანზორ ფარცხალაძის სახელზე ფიქსირდება.
ჩუქების საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციები მიმდინარე წლის 20 სექტემბრით თარიღდება. დაჩქარებული წესით გადაფორმებისთვის, თითოეულ უძრავ ქონებაზე ფარცხალაძემ 350 ლარი გადაიხადა. აშშ-ის მიერ სანქცირებული გენერალური პროკურორის მიერ შვილის სახელზე გადაფორმებულ საკუთრებებს შორის არის მიწის ნაკვეთები, კომერციული ფართები, ბინები თბილისსა და ბაკურიანში და ა.შ
ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე საერთო ჯამში 12 განცხადება იძებნება, რომელთა სარეგისტრაციო წარმოებაც დასრულებულია, ესენია:
ქალაქი თბილისი, ქუჩა მერაბ კოსტავა, N60 – ბინა, 90.69 კვ.მ.
ქალაქი თბილისი , ქუჩა მგალობლიშვილი – ბინა, 77.51 კვ.მ.
ქალაქი თბილისი, ქუჩა მერაბ კოსტავა, N60 – ბინა, 38 კვ.მ.
ქალაქი თბილისი , ქუჩა ყიფშიძე , N 9 – კომერციული ფართი, 204.16 38 კვ.მ.
ქალაქი თბილისი , ქუჩა ყიფშიძე , N 9 – კომერციული ფართი, 101.31 38 კვ.მ.
ქალაქი თბილისი , ქუჩა ფალიაშვილი , N 10 /ბარნოვის ქუჩა N83ა – კომერციული ფართი, 336.24 38 კვ.მ.
ქალაქი თბილისი , ქუჩა ფალიაშვილი , N 10 /ბარნოვის ქუჩა N83ა – კომერციული ფართი, 143.25 38 კვ.მ.
ქალაქი თბილისი , ტაბახმელა , სოფელი წავკისი – სასოფლო-სამეურნეო მიწა 2,058 კვ.მ.
ქალაქი თბილისი , ტაბახმელა , სოფელი წავკისი – 1,030 კვ.მ.
ქალაქი თბილისი , ტაბახმელა , სოფელი წავკისი – 1,001 კვ.მ.
დაბა ბაკურიანი, დიდველის ქუჩა, N 32 – ნომერი სასტუმრო კომპლექსში, 26.04 38 კვ.მ.
დაბა ბაკურიანი, დიდველის ქუჩა, N 32 – ნომერი სასტუმრო კომპლექსში, 25.28 38 კვ.მ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 14 სექტემბერს დაასანქცირა. აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა და სანქციათა რეჟიმის შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. შედეგად, სანქცირებულ ფარცხალაძეს ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგა.