Forbes: უმდიდრესი ადამიანები ქვეყნების მიხედვით

Forbes: უმდიდრესი ადამიანები ქვეყნების მიხედვით

ამერიკული Forbes-ის მიერ გამოქვეყებული ბოლო ანგარიშით, გლობალურად, იმ პირთა რაოდენობა, რომელთა ქონება სულ მცირე $1 მილიარდს უტოლდება, 2,640 ადამიანს შეადგენს. ამავე მონაცემებით, კოლექტიურად, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები $12.2 ტრილიონს ფლობენ.

Forbes-ის 2023 წლის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ბოლო ანგარიშში მილიარდერები ჯამში 77 ქვეყნიდან არიან წარმოდგენილები. მათგან ყველაზე მეტი – 735 წევრი სიაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს – მათ შორისაა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკიც. გამოცემის ბოლო ანგარიში ამერიკელ მილიარდერთა საერთო ქონებას $4.5 ტრილიონად აფასებს.

მილიარდერთა რაოდენობით მეორე ადგილზე ჩინეთია (მოიცავს ჰონგ-კონგსა და მაკაოს), რომლის 562 წარმომადგენელი ჯამურად $2 ტრილიონს ფლობს, შემდგომ კი მოდის ინდოეთი, 169 მილიარდერით და კოლექტიური $675 მილიარდით.

Forbes-ის რეიტინგით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელია. Tesla-ს და Spacex-ის დამფუძნებელი სიის სათავეში $259.9 მილიარდითაა. მსოფლიოს მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანი ფრანგი ბერნარ არნოა – LVMH-ის თავმჯდომარე და დამფუძნებელი. არნოს წმინდა ქონება $185.4 მილიარდადაა შეფასებული. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ათეულში არნო ერთადერთი არაამერიკელი წევრია.

მასკისა და არნოს შემდეგ, ქვეყნების მიხედვით, უმდიდრესი წარმომადგენელი ინდოეთს ჰყავს – Reliance Industries-ის თავმჯდომარე მუკეშ ამბანი, ბოლო მონაცემებით, $89.6 მილიარდს ფლობს. მას მოჰყვება Inditex-ის დამფუძნებელი ესპანელი ბიზნესმენი ამანსიო ორტეგა, $86.8 მილიარდით. ქვეყნების მიხედვით, უმდიდრესი ადამიანების ხუთეულს კი, $85.8 მილიარდით, მექსიკელი ბიზნესმენი და ინვესტორი სლიმ ელუ ასრულებს.

სხვადასხვა ქვეყნის უმდიდრესი ადამიანების სია შემდეგნაირია:

ქვეყანასახელიწმინდა ღირებულებასიმდიდრის წყარო
ავსტრალიაჯინა რაინჰარტი$25.9 მილიარდისამთო მოპოვება
ავსტრიამარკ მატეშიცი$37.8 მილიარდიRed Bull
ალჟირიისად რებრაბი$4.6 მილიარდიკვების პროდუქტები
აშშილონ მასკი$259.9 მილიარდიTesla, SpaceX
არაბთა გაერთ. საამიროებიპაველ დუროვი$11.5 მილიარდიVK, Telegram Messenger
არგენტინამარკოს გალპერინი$5.2  მილიარდიელექტრონული კომერცია
ახალი ზელანდიაგრემ ჰარტი$8.2 მილიარდიინვესტიციები
ბანგლადეშიმუჰამედ აზიზ ხანი$1.1 მილიარდიენერგია
ბარბადოსირიანა$1.4 მილიარდიკოსმეტიკა, მუსიკა
ბელგიაერიკ ვიტუკი$8.0 მილიარდიინვესტიციები
ბელიზიკენეტ დარტი$2.2 მილიარდიინვესტიციები
ბრაზილიაედუარდო სავერინი$17.7 მილიარდიFacebook
ბულგარეთიგეორგი დომუშჩიევი$2.1 მილიარდიცხოველთა ჯანმრთელობა, ინვესტიციები
გაერთიანებული სამეფოჯეიმს რეტკლიფი$20.7 მილიარდიქიმიკატები
გერმანიადიტერ შვარცი$47.2 მილიარდისაცალო ვაჭრობა
გერნსისტივენ ლენსდაუნი$2.3 მილიარდიფინანსური სერვისები
დანიაანდერს ჰოლხ პოვლსენი$6.7 მილიარდიმოდის საცალო ვაჭრობა
ეგვიპტენასეფ სავირისი$6.8 მილიარდიმშენებლობა, ინვესტიციები
ესპანეთიამანსიო ორტეგა$86.8 მილიარდიZara
ესტონეთიკრისტო კაარმანი$1.6 მილიარდიბანკინგი
ვენესუელახუან კარლოს ესკოტე$4.2 მილიარდიბანკინგი
ვიეტნამიპამ ნატ ვუნგი$4.7 მილიარდისხვადასხვა
ზიმბაბვესტრაივ მასიივა$1.8 მილიარდიტელეკომი
თურქეთიმურატ ულკერი$5.3 მილიარდისაკვები
იაპონიატადაში იანაი$32 მილიარდიმოდის საცალო ვაჭრობა
ინდოეთიმუკეშ ამბანი$89.6 მილიარდისხვადასხვა
ინდონეზიალოუ ტაკ კვონგი$24.9 მილიარდიქვანახშირი
ირლანდიაშაფურ მისტრი$7.9 მილიარდისხვადასხვა
ისლანდიათორ ბიორგოლფსონი$2.5 მილიარდიინვესტიციები
ისრაელიეიალ ოფერი19 მილიარდიუძრავი ქონება, ტრანსპორტირება
იტალიაჯოვანი ფერერო$38.3 მილიარდიNutella, შოკოლადები
კანადადევიდ ტომსონი$54.6 მილიარდიმედია
კატარიფაისალ ბინ ქასიმ ალ თანი$1.7 მილიარდისასტუმროები, სხვადასხვა
კვიპროსიჯონ ფრედრიკსენი$13.5 მილიარდიტრანსპორტირება
კოლუმბიადევიდ ველესი$7.3 მილიარდიფინტეკი
ლიბანიტაჰა მიკატი$2.6 მილიარდიტელეკომი
ლიხტენშტეინიკრისტოფ ზელერი$2.3 მილიარდისტომატოლოგიური მასალები
მაკაუჰოი კინ კონგი$1.2 მილიარდიუძრავი ქონება
მალაიზიარობერტ კუოკი$10.3 მილიარდიპალმის ზეთი, ტრანსპორტირება
 მაროკოაზიზ ახანნუჩი$1.5 მილიარდიბენზინი, სხვადასხვა
მექსიკაკარლოს სლიმ  ელუ$85.8 მილიარდიტელეკომი
მეხიკოსტეფანო პესინა$6.7 მილიარდიაფთიაქები
მონაკოსტეფანო პასინა$6.7 მილიარდიაფთიაქები
ნეპალიბინოდ ჩაუდარი$1.8 მილიარდისხვადასხვა
ნიგერიაალიკო დანგოტე$10.3 მილიარდიცემენტი, შაქარი
ნიდერლანდებიშარლენ დე კარვალიო-ჰაინეკენი$12.8 მილიარდიHeineken
ნორვეგიაივარ ტოლეფსენი$7.4 მილიარდიუძრავი ქონება
ომანისუჰაილ ბაჰვანი$2.3 მილიარდისხვადასხვა
პანამასტენლი მოტა$1 მილიარდი
პერუანე-მარიე სი პასტორი$1.4 მილიარდიფინანსები
პოლონეთიმაიკლ სოლოოვი$6.3 მილიარდიინვესტიციები
პორტუგალიამარია ფერნანდა ამორიმი$5 მილიარდიენერგია, ინვესტიციები
რუმინეთიიონ ტირიაკი$2 მილიარდიბანკინგი, დაზღვევა
რუსეთივლადიმირ ლისინი$24.8 მილიარდიფოლადი, ტრანსპორტი
საბერძნეთიმარია ანჯელიკუსისი$5.6 მილიარდიტრანსპორტირება
სამხრეთი აფრიკაიოჰან რუპერტი$9 მილიარდიძვირად ღირებული საქონელი
სამხრეთი კორეაჯეი ი ლი$8.2 მილიარდიSamsung
საფრანგეთიბერნარ არნო$185.4 მილიარდიLVHM
საქართველობიძინა ივანიშვილი$4.9 მილიარდიინვესტიციები
სენტ-კიტსი და ნევისიმაირონ ვენცი$1.3 მილიარდიჯანმრთელობის პროდუქტები
სვაზილენდინათან კირში$5.5 მილიარდისაცალო ვაჭრობა, უძრავი ქონება
სინგაპურილი სიტინგი$13.8 მილიარდისამედიცინო მოწყობილობები
სლოვაკეთიივან ჩერენკო$1.6 მილიარდიუძრავი ქონება
სომხეთირუბენ ვარდანიანი$1.2 მილიარდისაინვესტიციო ბანკინგი
ტაივანიბარი ლამი$10.7 მილიარდიელექტრონიკა
ტაილანდიდანინ ჩეარავანონტი$13 მილიარდისხვადასხვა
ტანზანიამუჰამედ დევჯი$1.5 მილიარდისხვადასხვა
უკრაინარინატ ახმეტოვი$5.7 მილიარდიფოლადი, ქვანახშირი
უნგრეთისანდორ სანი$1.5 მილიარდიფინანსები, უძრავი ქონება
ურუგვაისერხიო ფოგელი$1.2 მილიარდიფინტეკი
ფილიპინებიმანუელ ვილარი$9 მილიარდიუძრავი ქონება
ფინეთიანტი ჰერლინი$3.5 მილიარდილიფტები, ესკალატორები
ყაზახეთივლადიმირ კიმი$4.6 მილიარდისამთო მოპოვება
შვედეთისტეფან პერსონი$16.7 მილიარდიH&M
შვეიცარიაჯანლუიჯი აპონტე$29.2 მილიარდიტრანსპორტირება
ჩეხეთის რესპუბლიკარენატა კელნეროვა$16.2 მილიარდიფინანსები, ტელეკომუნიკაცია
ჩილეირინ ფონტბონა$20.7 მილიარდისამთო მოპოვება
ჩინეთიჭონგ შანშან$62.2 მილიარდისასმელები, ფარმაცევტული საშუალებები
ჰონგ-კონგილი კა-შინგი$36.7 მილიარდისხვადასხვა